ტორტი “ტყის ხავსი” საოცარი ჟოლოს შიგთავისთ

1059

ტორტი “ტყის ხავსი” ზალიან მოეწონებათ თქვენს ახლობლებს. მისი ვიზუალი ყველას დააინტრიგებს!

სტანდარტულად ისპანახს სალათებში იყენებენ, მაგრამ ეს ინგრედიენტი ძალიან უხდება ბისკვიტის ცომს. ამ ინგრედიენტს ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო გემო მოაქვს, ასევე ის ბუნებრივი საღებავია ცომისთვის.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • ისპანახი 250გ
  • წყალი 770მლ
  • ნაღები 500მლ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 200გ
  • ხორბლის ფხვილი 400გ
  • მზესუმზირის ზეთი 130მლ
  • ჟოლოს ჯემი 50გ
  • ჟოლო 400გ
  • ნაღების ყველი 250გ
  • ჟელატინი 1,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.100გ ისპანახის ფოთლებს მოასხით 90მლ ზეთი და დააქუცმაცეთ.

2.ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ისპანახი, მოურიეთ. მოასხით დანარჩენი ზეთი და ისევ მოურიეთ.

3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ მზა მასას.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

5.ამასობაში ჟოლოს ჯემს დაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ ჟოლო და მოურიეთ. ბისკვიტს მოაჭერით ზედა მზარე და მოასხით ჟოლოს მასა.

6.ჟელატინს დაასხით წყალი და მოურიეთ.

7.ცალკე ათქვიფეთ ნაღები, დაუმატეთ ნაღების ყველი, მოურიეთ. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და ისევ მოურიეთ. ჩაასხით ჟელატინის მასაში.

8.ტორტს მოასხით მომზადებული კრემი, ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული ისპანახი. მაცივარში შეინახეთ 6 საათი.

გემრიელად მიირთვით!