ჭარხლის ფოთლების მხალი – მარტივი და გემრიელი კერძი

2576

ეს მხალი ძალიან მარტივი და დაბალ კალორიულია. მომზადებაც დიდ დროს არ მოითხოვს. ისღა დაგრჩენიათ მოიმარაგოთ ინგრედიენტები და შეუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • ჭარხლის ფოთლები – 1 კგ
  •  ხახვი – 2-3 თავი
  • ნიახური – 200 გ
  • ოხრახუში – 50 გ
  • ნიგოზი – 100 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ქინძი – 30 გ
  • ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ წითელი მხალი (ჭარხლის ფოთლები) ნიახურთან ერთად.
  2. მოხარშვის შემდეგ გადმოვიტანოთ საწურზე და ცხელს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
  3. შეგრილებული მხალი კარგად გავწუროთ და დავჭრათ დანით.
  4. ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ქინძთან ერთად, გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და ენერიულად მოვზილოთ ხელით.
  5. საკაზმს დავუმატოთ მცირე რაოდენობით წყალი, ძმარი წიწაკა გემოვნებით, ავზილოთ და თანდათანობით შევურიოთ წითელ მხალს.
  6. გამზადებული კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში.