ჩიზქეიქი 90 წამში: უსწრაფესი დესერტის რეცეპტი

567

პირველად სწრაფი ჩიზქეიქი მიკროტალღურ ღუმელში წარუმატებელი ტორტის შემდეგ მოვამზადე. სტუმრად მეგობარს ველოდი, ხოლო ბოლო წუთს დესერტი არ გამომივიდა. მარაგში მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა, ამიტომ დიდი ხნის წინ ნაპოვნი დესერტის გამოცდა გადავწყვიტე.

ნაზი, ჰაეროვანი ღრუბელი გამოვიდა. ყველა ჭამდა და აქებდა, ხოლო მე მომზადების ინსტრუქციას სიამოვნებით ვუზიარებდი. გასაკვირი არაა, რადგან მიჩვეული ვართ, რომ მსგავსი ხარისხის ტკბილეული მხოლოდ ტიტანური ძალისხმევის შედეგად მიიღება. Gastronomia.ge–ს რედაქციის რეცეპტში ყველაფერი საპირისპიროდ არის!

ინგრედიენტები:

  • 240 გ ყველი რიკოტა
  • 2 კვერცხი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ფორთოხალი
  • 200 გ არაჟანი
  • 50 გ კარაქი
  • 100 გ ორცხობილა

მომზადების წესი:

1. ორცხობილა თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით დაფშვენით: დააბლენდერეთ ან პარკში ჩადეთ და საგორავი გადაატარეთ. ნაფშვენს გამდნარი კარაქი აურიეთ, მასა საცხობი ფორმის ძირში ჩატუმბეთ.

2. ყველი, არაჟანი, კვერცხი და შაქრის ფხვნილი დააბლენდერეთ. ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. თუ სურვილი გაქვთ, ცოტა ფორთოხლის ცედრაც დაუმატეთ, რომ ციტრუსის არომატი უფრო გამოიკვეთოს.

3. ნარევი ორცხობილის ფენას დაასხით, ფორმა მაგიდას მსუბუქად დაარტყით, რომ ჰაერის ბუშტები გამოვიდეს. ჩიზქეიქი მიკროტალღურ ღუმელში შედგით და მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3 წუთით ჩართეთ.

4. მზა ჩიზქეიქი მაცივარში 1,5-2 საათით გააგრილეთ. სუფრაზე გატანის წინ შოკოლადის ბურბუშელით, ფორთოხლის ნაჭრებით ან კენკრით გააფორმეთ.

სასიამოვნო ცივი დესერტი ცხელ ამინდში გონივრულია. რეცეპტი ჩაინიშნეთ და მეგობრებს გაუზიარეთ.