კიტრის სალათი „ნივრის კოცნა“: სადღესასწაულო წასახემსებელის სწრაფი რეცეპტი

326

პიკანტური კიტრი მწვანილით და ნივრით საზაფხულო ვახშმის იდეალური ნაწილი გახდება. მსუბუქი წასახემსებელი ნებისმიერ ხორცთან ერთად მაგიდაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. მაგალითად, ღორის მწვადს ან გრილზე შემწვარ ქათმის ფრთებს იდეალურად უხდება. თუ კარტოფილსაც დაუმატებთ, უკეთესია. რა დაგჭირდებათ უნივერსალური კერძის მოსამზადებლად?

კიტრი მწვანილით და ნივრით

პირველ რიგში, კიტრი სწორად შეარჩიეთ. სასურველია, რომ სასალათე ჯიში იყოს. ასეთი კიტრი გლუვი გარსით გამოირჩევა. მაგალითად, დასაკონსერვებელ კიტრს ბევრი ხორკლი აქვს. კიტრი შეძენისთანავე მოამზადეთ. არ გადადოთ და ბოსტნეული მაცივარში არ შეინახოთ. ასე გემრიელი ნამდვილად არ გახდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • 1 ს/კ მარილი
  • 50 გ შაქარი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 50 მლ ძმარი (9%)
  • 50 გ მწვანილი
  • 5 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასი მომავალი მარინადისთვის მოამზადეთ. სწორედ მარინადის წყალობით კიტრი ოდნავ ცხარე და წარმოუდგენლად გემრიელი ხდება. მწვანილი, შაქარი, მარილი, ძმარი და მცენარეული ზეთი აურიეთ.

2. გემოვნებით ნიორი დაუმატეთ. თუ ცხარე კიტრი გიყვართ, 5 კბილი ნიორი აიღეთ. სხვა შემთხვევაში, 2-3 კბილი ნიორი საკმარისია. სასურველია, რომ ნიორი დაჭყლიტოთ და ნარევს კარგად აურიოთ. მარინადი ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ.

3. კიტრი ისე დაჭერით, როგორც გსურთ. რგოლებად ან გრძელ ზოლებად ისე, თითქოს სუშის გახვევას აპირებთ. ერთი წესი აუცილებელია. კიტრის ნაჭრები ძალიან თხელი უნდა იყოს, რომ მარინადით კარგად გაიჟღინთოს.

4. მარინადი პლასტმასის კონტეინერში გადაასხით. დაჭრილი კიტრი დაუმატეთ, მაგრამ არ იჩქაროთ. კიტრი კონტეინერში ნაწილ–ნაწილ გადაიტანეთ. წინა ნაწილს ფრთხილად აურიეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ნაჭერი მარინადში ჩაიძიროს და კარგად გაიჟღინთოს.

ცხარე კიტრი მწვანილით და ნივრით

უმჯობესია, თუ კიტრს მარინადში ცოტა ხნით გააჩერებთ. კიტრი მწვანილისა და ნივრის მარინადში მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ ბოსტნეული კარგად დამარინადდეს. მწნილ კიტრს შეგიძლიათ რომელიმე სალათი დაუმატოთ.

სიტყვაზე, რეცეპტი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, ცხარე წიწაკა დაუმატეთ, თუ სიცხარე გიყვართ. უბრალოდ წვრილად დაჭერით და მარინადს დაუმატეთ. მწვანილიც შეგიძლიათ შეცვალოთ. კამის ნაცვლად ოხრახუში და ცოტა ქინძი დაუმატეთ. ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. გარწმუნებთ, რომ პიკანტური კიტრის მარტივი რეცეპტი თქვენს საზაფხულო მენიუში ადგილს დაიმკვიდრებს.