რძეში მომზადებული ქათამი პიტნასთან ერთად ნამდვილად შეძლებს თქვენს გაოცებას

2100
Roast chicken and parsley on wooden cutting board

ქართული კერძების მშვენიერება მათი გემოსა და მარტივი მომზადების წესში მჟღავნდება, ოქროს სტანდარტის მისაღწევად უბრაოდ საჭიროა გამოიყენოთ სწორად სერჩეული სანელებლები. დღეს სწორეს ასეთ არომატულ კერძს მოვამზადებთ.

ქათამი რძეში 

ქათმის ხორცი წითელი ხორცისაგან განსხვავებით ძალიან მეტად სასარგებლოა. ალბათ ბევრი დიასახლისი ფიქრობს მისგან უგემრიელესი კერძის მომზადების ხერხებზე. სტანდარტულად შემწვარი ქათამი ყველას მოგვბეზრდა.

დამიჯერეთ კერძის გასაუმჯობესებლად სულაც არ არის საჭირო ინგრედიენტების შეცვლა ან დამატება. მაგალითად ქათამი შეგვიძლია მოვათავსოთ კეფირის, ნიორის და მწვანილის მარინადში.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ძალიან ცნობილ ქართულ კერძზე. ქათმის ფილე რძეში გამოდის ძალიან რბილი, ხოლო პიტნა მას ალამაზებს თავისი მენთოლისებური გემოთი. გაგიკვირდებათ, მაგრამ მარტივი ნგრედიენტებისაგანაც შეგიძლიათ შექმნათ კულინარიული შედევრი.

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის ხორცი
  • 1ლ რძე
  • 500გ ყველი სულგუნი ან მოცარელა
  • 3 ხახვი
  • ზაფრანა
  • პიტნა

მომზადება

1.ამ კერძისთვის გამოგადგებათ ქათმის ფილეც და ბარკალიც. რათქმაუნდა ფილე უფრო მარტივი დასამუშავებელია. ის უნდა დაჭრატ საშუალო ნაჭრებად.

2.ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილ კუბიკებად.

3.ქათამი და ხახვი ერთად მოთუშეთ ტაფაზე.

4.შემდეგ ჩაასხით რძე, დაუმატეთ პიტნა და ზაფრანა. წამოადუღეთ , რის შემდეგაც მოხარშეთ 10 წუთი.

5.ყველი დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ტაფაზე არსებუ მასას. გამორტეთ ცეცხლი და 5 წუთის შემდეგ მოურიეთ მთლიან მასას. გემრიელად მიირთვით!

ხოლო გურმანებს ძალიან მოეწონებატ ქატამი ქოქოსის რძეში. აუცილებლად სცადეთ ასეთი ვარიანტის მომზადებაც.

მცენარეული რძე არ შეიცავს ლაქტოზას. ამიტომაც ეს კერძი იმ ადამიანებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი ვინც ვერ გუობს ამ პროდუქტს. ასევე ქოქოსის რძეზე მომზადებული ნებისმიერი კერძი გამოდის ძალიან ნაზი და საოცრად არომატული.