თუ სახლში ხაჭო მაქვს, გემრიელ ხაჭოს რგოლებს ვაცხობ

862

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭოს რგოლების რეცეპტს. ხაჭოს ტკბილეულის და სეზამის მოყვარულები დააფასებენ. რგოლები როგორც წასახემსებლად, ასევე პურის ალტერნატივად გამოგადგებათ. კეფირზე ან ტკბილ ჩაიზე მისაყოლებლად ძალიან გემრიელია. უნივერსალური პროდუქტია და იმედი გვაქვს, მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 120 გრ ხმელი ყველი
  • 1 კვერცხი
  • 50 მლ კეფირი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 220 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • 50 გრ სეზამის თესლი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. ცომის მოსაზელად შეგიძლიათ სამზარეულოს კომბაინი გამოიყენოთ ან ხელით მოზილოთ. ჭიქაში ხაჭო და ხმელი ყველის ნაჭრები მოათავსეთ.

3. კვერცხი დაუმატეთ (ცოტა კვერცხის გული წასასმელად შეინახეთ). კეფირი დაასხით.

4. მცენარეული ზეთი, შაქარი და მარილი დაუმატეთ.

5. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 2/3 ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

6. კომბაინი კვლავ ჩართეთ. დარჩენილი ფქვილი დაფაზე დაყარეთ, ცომი გადმოიტანეთ და ხელით მოზელა გააგრძელეთ. ზედმეტი ძალისხმევა საჭირო არაა, რადგან ხაჭოს ცომმა შეიძლება მეტი ცომი აიღოს. როგორც კი, ხელზე აღარ მოგეკვრებათ, მოზელის პროცესი შეწყვიტეთ.

7. 1,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ, ჭიქით რგოლები ამოჭერით, ხოლო პატარა დიამეტრის ნივთით, მაგალითად, ბოთლის თავსახურით, რგოლის ცენტრში ნახვრეტი გააკეთეთ. ასე ბლითები გამოვა. დარჩენილი ცომი შეკარით და კვლავ გააბრტყელეთ.

8. კვერცხის გული და კოვზი წყალი აურიეთ. ფუნჯით ბლითებს ერთი მხრიდან წაუსვით. თეფშზე სეზამის თესლი დაყარეთ და სველი მხრიდან ჩააწეთ. თესლები მიეკვრება.

9. საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ და ბლითები გადაიტანეთ. 160 გრადუსზე 15-20 წუთით აცხვეთ.

10. ხაჭოს რგოლები მზადაა. ამ რაოდენობის პროდუქტებით 20 ცალი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!