როგორ მოვამზადოთ მურაბა ტაფაზე

1800

გსურთ მოამზადოთ არომატული მურაბა 10 წუთში? ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ იგი და სულაც არ იქნება საჭირო დაშაქრული კენკრის შენახვა მთელი ღამით, მისი მოდუღება, გაცივება და ა.შ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით მომზადებული მურაბა ინარჩუნებს კენკრის ფერსა და გემოს. მურაბის “შეწვას” ტაფაზე დიდი დრო არ ჭირდება. ჟოლოსა და მოცვისთვის მხოლოდ 5 წუთია საჭირო, ხოლო მარწყვისთვის-10 წუთი.

მომზადების დროს ტაფაზე თავსახურის დახურება არ არის საჭირო, რადგან ასე მურაბის ნაცვლად კომპოტი გამოგივათ. მომზადებული მურაბა არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ წესებს.

მარწყვის მურაბა ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი ან 1/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 2 ს.კ. წყალი
  • 15 გრ აგარ-აგარი (არ არის აუცილებელი)

მომზადების წესი

1. გარეცხეთ მარწყვი და მოაშორეთ ფოთლები.

2. ტაფაზე დაასხით 2 ს.კ. წყალი და დაყარეთ მარწყვი. მოადუღეთ საშუალო ცეცხლზე. მუდმივად მოურიეთ, თავსახური არ დაახუროთ. იმისათვის, რომ მარწყვმა შეინარჩუნოს ფერი და არომატი, არ გადაადუღოთ კენკრა.

3. ლიმონის წვენში გახსენით აგარ-აგარი და გააჩერეთ 10 წუთით, რომ გაღვივდეს. აგარ-აგარის გარეშე სიროფი თხევადი იქნება.

4. თანდათან დაუმატეთ შაქარი მარწყვს და მოურიეთ. მოადუღეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენში გასნილი აგარ-აგარი და 8-10 წუთით ადუღეთ.

5. ცხელი მურაბა მოათავსეთ სტერილურ მშრალ ქილებში და მოხუფეთ. ქილები ჩააბრუნეთ და შეფუთეთ თბილ ადეალაში. მზა მურაბა შეინახეთ მშრალ, ცივ ადგილას.