გემრიელი და შეუდარებელი შარლოტა ვაშლით

3598

ვაშლის ღვეზელის უამრავი რეცეპტი არსებობს. ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ. ამიტომ, ყოველ დიასახლისს უნდა ჰქონდეს ვაშლის შარლოტას, ღვეზელისა და ბლინების რამდენიმე რეცეპტი.

უგემრიელესი ვაშლის შარლოტას რეცეპტი

სცადეთ ამ რეცეპტით ვაშლის ღვეზელის გამოცხობა და იგი თავს აუცილებლად შეგაყვარებთ შეუდარებელი გემოთი და არომატით.

ვაშლის ღვეზელის ეს რეცეპტი ერთ-ერთია იმ კლასიკური რეცეპტებიდან, რომელსაც საკონდიტროებსა და რესტორნებში იყენებენ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ვაშლი
  • 160 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 120 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 1 ც ლიმონი
  • 20 გრ კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი

1.  ამ საოცარი ღვეზელის გამოსაცხობად თქვენ დაგჭირდებათ 25 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა.

2. პირველ რიგში, მოამზადეთ ღვეზელის შიგთავსი. გათალეთ ვაშლი, ამოაცალეთ შუაგული და დაჭერით თხელ ფირფიტებად, შემდეგ კი ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით.

3. ახლა კი ცომის მომზადებას შევუდგეთ. ათქვიფეთ ვაშლი შაქართან ერთად და დაუმატეთ რძე. ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი ნარევი დაუმატეთ კვერცხს და კარგად ათქვიფეთ. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მოათავსეთ მასზე დაჭრილი ვაშლი და ზემოდან მოასხით ცომი.

4. ცომს ზემოდან შაქარი მოაბნიეთ და ჩააგდეთ მასში რამდენიმე ნაჭერი კარაქი. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

ვაშლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.