Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც საქმიანი დიასახლისის მხსნელი გახდება. ნოყიერი ხორციანი კერძი სოკოთი და ყველით სწრაფად მზადდება. ხორცის ბუდეების მომზადებას რამდენიმე წუთში შეძლებთ. კომბოსტოს ტოლმასა და კატლეტზე უფრო გემრიელი გამოვა. ოჯახის წევრები კმაყოფილნი დარჩებიან. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ.
ინგრედიენტები:
- 700-800 გ ღორის ფარში
- 1-2 კვერცხი
- 2 ხახვი
- 400 გ ქამა სოკო
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 200 გ ხმელი ყველი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გასუფთავებული და გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით. ხახვის ნახევარი ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
2. გასუფთავებული და გარეცხილი სოკო თხელ ფირფიტებად დაჭერით, შემწვარ ხახვს დაუმატეთ. 5 წუთით სოკოს მომზადებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
3. ხახვის მეორე ნახევარი ფარშს დაუმატეთ. აქვე კვერცხი, მარილი და წიწაკა დაამატეთ და ერთმანეთს შეურიეთ. კვერცხი ფარშს უფრო ელასტიურს გახდის და ბუდის გაკეთება გამარტივდება.
4. ფარშიდან ბურთები გააკეთეთ. ჩააღრმავეთ და მაღალი გვერდები გაუკეთეთ, რომ ბუდის მსგავსი მიიღოთ. შეძლებისდაგვარად ერთნაირი ბუდეები გააკეთეთ.
5. სოკოს შიგთავსი ბუდეში ჩადეთ და გახეხილი ყველი მოაყარეთ. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გააცხელეთ და კერძი 35 წუთით აცხვეთ.
6. მზადაა. თუ სურვილი გაქვთ, მწვანილი დაჭერით და ზემოდან მოაყარეთ. ცხელი კერძი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.
წასახემსებელი სადღესასწაულო მაგიდასაც დაამშვენებს. სოკოს ნაცვლად მხოლოდ ყველი, ყაბაყი ან თქვენი გემოვნებით სხვა რამ შეგიძლიათ დაუმატოთ. ტოლმას და კატლეტს დაგავიწყებთ!