უნაზესი და წვნიანი ქათამი ფოლგის გარეშე

548

ქათმის ხორცი რბილი და წვნიანი გინდათ გამოგივიდეთ? გაუჭრელად და ბევრი წვალების გარეშე? ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

არ მოგიწევთ ქათმის ფოლგაში გადახვევა და წვალება. მთელი საიდუმლო მარინადშია, რომელშიც უნდა მომზადდეს ქათამი შეწვამდე.

ინგრედიენტები

  • ქათამი
  • 50გ კარაქი
  • 1,5-2ლ წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მარილი 1ლ წყალზე
  • 1,5 ჩაის კოვზი დაფქული პაპრიკა
  • შავი წიწაკა, კურკუმა და ქინძი
  • 2-3 ვაშლი

მომზადება

1.ადუღებული წყალი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაუმატეთ მარილი.

2.მოურიეთ რათა გაიხსნას მარილი. გარეცხეთ ქათამი, მოათავსეთ ღრმა ქვაბში და მოასხუთ მარილიანი წყალი.

3.დააფრეთ ზემოდან თეფში, 8 საათი შეინახეთ მაცივარში.

4.ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან და გაამშრალეთ.

5.დაჭერით ვაშლი და ამოავსეთ ქათამი.

6.მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.

7.კარაქს დაუმატეთ პაპრიკა და სანელებლები. მიღებული მასა წასუვით ქათამს.

8.მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე 1,5-2 საათი.

9.მზადების პროცესში მოასხით მისივე გამოყოფილი ცხიმი.

გემრიელად მიირთით!