მომინანქრებული ვაშლის კექსი დიდებული გემოთი, რომელიც მეორე დღესაც ინარჩუნებს საუცხოო არომატს

1335

“მომინანქრებული ვაშლი” დიდი, ნოტიო და სხვადასხვა არომატით გაჟღენთილი კექსია. ახალგამომცხვარს დიდებული გემო აქვს, თუმცა მეორე დღესაც მშვენიერია. ღამით მაცივარში  შეინახეთ.

ინგრედიენტები:

კექსისთვის:

  • 375 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 2 ჩ.კ. დაფქული კოჭა
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 250 გ (1 ჭიქა) კარაქი უმარილო, დარბილებული
  • 300 გ ღია ყავისფერი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 5 გათლილი, გულამოჭრილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ვაშლი

მინანქარი:

  • 150 გ (1 ჭიქა) შაქრის პუდრი
  • 1-2 ს.კ. წყალი

მომზადების წესი:

  1. კექსი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ კექსის ან სხვა ნამცხვრის მრგვალი ფორმა. (25 სმ)
  2. ჯამში ფქვილი, დარიჩინი, კოჭა, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა ჩაყარეთ.
  3. მეორე ჯამში კი კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალი სიჩქარით ათვიფეთ ისე, რომ კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ვაშლი ხელით შეურიეთ.
  4. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი.
  5. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  6. აცხვეთ 50-60 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, კექსი მზად არის. 15 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  7. მინანქარი: შაქრის პუდრს წყალი დაასხით და ათქვიფეთ, კექსზე მოსასხმელად სქელი მინანქარი რომ მიიღოთ.
  8. ცხაურზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ზედ დადეთ კექსი. მინანქარი კოვზით მოასხით, ნამცხვარს ის გვერდებზეც  უნდა ჩამოეღვენთოს. დატოვეთ შესქელებამდე, შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.