მიირთვით ეს გემრიელობა საუზმეზე და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს

3082

მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს, “გასტრონომიას” რედაქციას დიეტური საუზმის შესანიშნავი რეცეპტი აქვს. დაიწყეთ მისით ყოველი დილა, რათა დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, გაიუმჯობესოთ საჭმლის მონელების პროცესი, გაწმინდოთ ნაწლავები შლაკებისგან და წონაში 2-3 კგდაიკლოთ.

შვრიის ფაფა კეფირით უმარტივესი რამაა: უბრალოდ შეურიეთ შემადგენლობა. თუმცა, აქ ყოველი ინგრედიენტი თავის მისიას ასრულებს. შვრიის ფანტელი მდიდარია უჯრედისით და ვიტამინებით. კეფირი აჯანსაღებს მიკროფლორას. შავი ქლიავი ხსნის შეკრულობას, ჰმატებს ენერგიას, კაკაო კი შესანიშნავ გემოს ძენს კერძს.

ინგრედიენტები

  • 5-7 ც შავი ქლიავის ჩირი
  • 3-4 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ს.კ. სელის ზეთი
  • 1 ჩ.კ. კაკაო

მომზადება

1. საღამოს დაასხით მდუღარე წყალი შავ ქლიავს 15 წუთით. შემდეგ დაწურეთ და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

2. დილით შეურიეთ შვრიის ფანტელი და კაკაო, დაასხით კეფირი, სელის ზეთი და მოურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი, დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიირთვით.

ისიამოვნეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმით, რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს!