უგემრიელესი მეგრული ხარჩოს რეცეპტი

6363

სქელი და არომატული წვნიანი შესანიშნავად უხდება ღომს ან მჭადს. მეგრულ ხარჩოს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მას როგორც წესი, საქონლის ხორცისგან ამზადებენ. მოამზადეთ სიამოვნებით…

ინგრედიენტები:

  • ქათამი 1 ცალი
  • ნიგოზი 400 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ხარჩოს სუნელი 1 სუფრის კოვზი
  • ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
  • კვაწარახი 1/2 ჩაის კოვზი
  • სიმინდის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავაწყოთ თუჯის ქვაბში.
  2. დავასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და მოვხარშოთ.
  3. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო ბულიონი გადავწუროთ.
  4. გაგრილებულ ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში ჩავშუშოთ დაჭრილი ხახვი ხორცთან ერთად.
  5. გაცივებულ ბულიონში გავხსნათ ერთად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ხარჩოს სუნელი და ზაფრანა.
  6. დავუმატოთ კვაწარახი ან ტყემალი და სიმინდის ფქვილი.
  7. კარგად ავურიოთ და მიღებული წვენი დავასხათ მოშუშულ ხორცს.
  8. სასურველი სისქის მისაღწევად შეიძლება დავუმატოთ ცოტა ადუღებული წყალი.
  9. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15 წთ.

რედაქციის რჩევა: იხვის ხორცით მომზადებული ხარჩოც არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის.