ქართული წვნიანი ჩიხირთმა: კერძი, რომლის მომზადება ყოველდღიურად გსურს

7896

ჩიხირთმა – ქართული სამზარეულოს სიამაყე, კერძი, რომელსაც ქათმის ხორცისგან ამზადებენ. ჩიხირთმას ხანდახან ფქვილით ასქელებენ და აუცილებლად ამატებენ კვერცხს, ძმარს. „გასტრონომია“ გთავაზობთ ქათმის ჩიხირთმის რეცეპტს, რომლის მერეც ჩვეულებრივი წვნიანის მომზადება არ მოგინდებათ.

 ინგრედიენტები

  • 1ც ქათამი
  • 5 კვერცხის გული
  • 250 გრ ხახვი
  • 50 მლ ღვინის ძმარი
  • 100 გრ მდნარი კარაქი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ბულიონი და მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, დაფნის ფოთოლი და პილპილი.
  2. ამოიღეთ ქათამი და დაჭერით.
  3. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ კარაქში და დაამატეთ ბულიონში, ხარშეთ 5-10 წუთი.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გული ძმართან, ჩაასხით ბულიონში, მუდმივად ურიეთ.
  5. დააბრუნეთ ქათამი ბულიონში, აადუღეთ წვნიანი, მირთმევისას მოაყარეთ მწვანილი.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს, გვერწმუნეთ, ისინი მადლიერი დაგრჩებიან!