მზარეულების აზრი იმაზე, რომ ხორცი არ უნდა გააფუჭოთ სანელებლებით და სოუსებით

606

ხორცი – პროდუქტი, რომელსაც ოდიდთგანვე მოვიხმართ საკვებად. მაგრამ დღესაც ბევრმა არ იცის ამ პროდუქტის სწორად მომზადება.

გაითვალისწინეთ ჩვენი რედაქციის რჩევები და თქვენ იდეალურ კერძს მიიღებთ!

როგორ მოვამზადოთ ხორცი სწორად

პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ კარგი ხორცი. სწორი ნაჭრის არჩევა იდეალური კერძისკენ ერთი ნაბიჯით გაახლოებთ.

აუცილებლად შეეხეთ ხორცს. თუ ის უხეშია, მაშინ მომზადების შემდეგაც ისეთივე დარჩება.

კარგ ნაჭერში თანაბრადაა ხორცი და ცხიმი.

მე ჩემი მეთოდი მაქვს ხორცის შემოწმების. ვიცვამ ხელთათმანს და ვცდილობ ხორცის ნაჭერი თითით ჩავხვრიტო, თუ ეს ქმედება არ გამომდის, ესეიგი ხორცი ცუდია.

1.სტეიკისთვის უმჯობეისა ავირჩიოთ ძვირიანი ხორცი. ასეთი კარგი ხორცი არ უნდა გააფუჭოთ სანელებლებით, სოუსით და მარინადით.

2.ხორცს არ შეიძლება უხელთათმანო ხელი შევახოთ. დაბეგვა და დამარილებაც არ არის სასურველი.

3.ხორცი უნდა დატოვოთ ოთახში, რათა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. ხოლო თუ მას ცივს მოამზადებთ, წვისას ყველა წვენს დაკარგადვს.

4.ტაფა უნდა გააცხელოთ მაქსიმალურად, ხოლო ხორცი უნდა შეწვათ მცენარეულ ზეთზე 90 წამი თითოეული მხრიდან. ამის შემდეგ უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 4 წუთი.

5.ღუმელიდან გამოტანილ ხორცს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარაქი. დაელოდეთ კარაქის გაღვობას. ეს არის საუკეთესო სოუსი, რაც კი შეიძლება მოამზადოთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ 4 წუთში ღუმელში ხორცი გაცხდელდება 55-60 გრადუსზე. ეს მედიუმ რეარია. საშუალო დენეზე სესაწვავად ტემპერატურა უნდა იყოს 65 გრადუსი. 70 გრადუსზე კი ხორცი კარგად შეიწვება.

გემრიელად მიირთვით!