კლასიკური ანანასი ყაბაყისგან: აბა, თუ ნამდვილისგან გაარჩევთ

1172

აუცილებლად სცადეთ ყაბაყისგან ამ ტკბილეულობის მომზადება, რომელსაც „ანანასი“ ეწოდება. ეს მკვეთრი ყვითელი ნაყოფები თავისუფლად აგერევათ ტროპიკულ ხილში როგორც გარეგნულად, ასევე გემოთი. ძალიან წვნიანი, არომატული და ტკბილი გამოდის.

ნებისმიერი ყაბაყი გამოგადგებათ, მაგრამ უმჩობესია ნორჩი გამოიყენოთ, რადგან არც ისე ბოჭკოვანია და ქილაში ადვილად ჩადის. ანანასის წვენი შეგიძლიათ იაფიანი შეიძინოთ, რადგან მასში მეტი შაქარია. მაშ ასე, შევუდგეთ!

 ინგრედიენტები

  • 1 კგ ყაბაყი
  • 350 მლ ანანასის წვენი
  • 100 გრ შაქარი
  • ლიმონის მჟავა გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით მსხვილ რგოლებად ყაბაყი 1,5-2 სმ. შუაგული არყის ჭიქით ჩაჭერით. მოაცილეთ თესლი.
  2. ვამზადებთ სიროფს. დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით წვენი, დაამატეთ 2/3 ჩ.კ. ლიმონის მჟავა და მწიკვი ვანილი ჩაყარეთ ყაბაყი, წამოადუღეთ და კიდევ 15 წუთის განმავლობაში დატოვეთ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ.
  3. ჩააწყვეთ ყაბაყი სტერილიზებულ ქილებში, დაასხით ცხელი სიროფი და მოხუფეთ. შეახვიეთ პირსახოცში სანამ გაცივდება. შემდეგ დადგით გრილ ადგილას.

რაც უფრო ძველია ყაბაყი, მით უფრო მეტი სიროფი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ დაამატოთ წვენი ან წყალი. მსგავსი „კომპოტი“ შესანიშნავია ზამთრის პერიოდში. სასარგებლოცაა, გემრიელიც და უჩვეულოც. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.