ოდესიდან წასვლამდე ფრანგებმა ფაფუკი ცომეულის საფირმო რეცეპტი დატოვეს

553

ალბათ, სახლში ყველას აქვს ჯემიანი ხვეულების საოჯახო რეცეპტი. ნუთუ შეიძლება ამ დესერტის ისე მომზადება, რომ ვინმე გააკვირვოთ? Gastronomia.ge გაჩვენებთ, როგორ აქციოთ უბრალო ხვეულა ჰაეროვან ცომეულად, რომელიც პატარა კრუასანს ჰგავს. სტუმრები დამატებას მოგთხოვენ.

ჯემიანი ხვეულების რეცეპტი

ჰაეროვანი კრუასანის გამოსაცხობად ცომი კეფირით მოზილეთ. შიგთავსად არა მხოლოდ ჯემი, არამედ ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ხაჭო ან შოკოლადი ნიგვზით.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ კეფირი
  • 100 მლ რძე
  • 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 200 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ვაშლის ჯემი

მომზადების წესი:

1. ცომის ხაში მოამზადეთ. ნელთბილი რძე და საფუარი აურიეთ. შაქარი, მარილი დაუმატეთ და აურიეთ. 5 წუთით გააჩერეთ, რომ ხაში ამოვიდეს.

2. კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. გამდნარ კარაქს კვერცხი დაუმატეთ. ცომის ხაში და კეფირი აურიეთ. ორივე მასა გააერთიანეთ. გაცრილი ფქვილი თანდათან დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ელასტიური ცომი უნდა გამოვიდეს. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ.

3. თუ დრო გაქვთ, ცომი 1 საათით გააჩერეთ, მაგრამ ეს აუცილებელი არაა. თუ აჩერებთ, პარკი ან პირსახოცი დააფარეთ.

4. მზა ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით და გააბრტყელეთ. ცომი პიცასავით 8 სექტორად დაყავით. სექტორის ფართო კიდეში ცოტა ჯემი ჩადეთ და დაახვიეთ, ფართო კუთიდან ვიწროსკენ.

5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ხვეულები დააწყვეთ. პირსახოცის ქვეშ 20 წუთი გააჩერეთ. ხვეულებს რძე ან კვერცხის გული შეგიძლიათ წაუსვათ. 180 გრადუსზე 15-20 წუთით აცხვეთ. კარგად უნდა შეწითლდეს. გემრიელად მიირთვით!

ჯემიანი ხვეულის რეცეპტი: რჩევა

კარაქის ნაცვლად მარგარინი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხოლო მშრალი საფუარი ცოცხლით ჩაანაცვლოთ. ცოცხალი და მშრალი საფუარის თანაფარდობაა 3:1. 30 გ დაპრესილი საფუარი 10 გ მშრალი საფუარის ტოლფასია. ეს ხრიკი დაიმახსოვრეთ.

ჯემიანი ხვეულები ღუმელში შეგიძლიათ გამოაცხოთ ან ტაფაზე შეწვათ. შემწვარი ხვეულაც გემრიელია, მაგრამ უფრო ცხიმიანი გამოდის, რადგან ბევრ ზეთში იწვება.