კუჭმაჭი იმერულად – უგემრიელესი ცივი ხემსი

4961

იმერული კუჭმაჭი, რომელსაც ადგილობრივ დიალექტზე ახალაკმახალაკსაც ეძახიან, ღორის ან ხბოს კარგად გასუფთავებული გულ-ღვიძლისგან მზადდება და ფართოდ გავრცელებული ცივი ხემსეულია.

ინგრედიენტები: 

  • ღორის ან ხბოს გულ-ღვიძლი – 500 გ
  • ნიგოზი – 150-200 გ
  • ხმელი ქინძი – 2 ს.კ.
  • ქონდარი – 1,5 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 2 ს.კ.
  • დაღერღილი წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.
  • ნიორი – 4-5 კბილი
  • ძმარი – 40 მლ
  • ბროწეული – 1 ცალი
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ზეთი – 50 მლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

მოხარშეთ გულ-ღვიძლი და 2-3 სმ ზომის ნაჭრებად დაჭერით. კუბებად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში და დაამატეთ გულ-ღვიძლის მასას, შემდეგ – გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, გახეხილი ნიორი, ძმარი, მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ.

სუფრასთან მიტანამდე გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.