ლორის და ბლინის შთამბეჭდავი სალათი

451

ბლინები ძალიან მიყვარს, მათი ცხობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამ რეცეპტის პოვნის შემდეგ უყოყმანოდ ვიცი რა მოვამზადო ხვალ და რითი გავახარო ოჯახის წევრები.

შეგიძლიათ ახალი ბლინები გამოაცხოთ ან გამოიყენოთ წინა დღის დარჩენილი.

იმდენად ლამაზი გამოდის, რომ მაგიდას ამშვენებს. მე ამ კერძს “ზარმაც კუს” ვეძახი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 5 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილ 0,2 ჩაის კოვზი
  • ლორი 350გ
  • დაკონსერვებული სიმინდი 300გ
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • მაიონეზი 150გ
  • რძე 500მლ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • ნაღების ყველი 200გ
  • ყველი 150გ
  • წითელი ხახვი 1 ცალი
  • მწვანილი

მომზადება

1.მოამზადეთ ცომი ბლინებისთვის: ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რძე, ფქვილი და სუფრის კოვზი ზეთი. მოზილეთ და გამოაცხეთ 5-6 ბლინი.

2.რბილ ყველს დაუმატეთ მწვანილი. წაუსვით ბლინებს მიღებული მასა და დაახვიეთ რულეტისებურად.

3.დაჭერით ლორი, ყველი და ბულგარული წიწაკა. დაუმატეთ სიმინდი, მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მწვანილი.

4.ბლინის რულეტი დაჭერით და სასალათის კედლებზე მოათავსეთ.

5.სასალათეში გადაიტანეთ სალათი და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!