კარტოფილი ხორცით

657

პიკნიკზე წასვლისას აუცილებლად თან მიმაქვს ღრმა თუჯის ქვაბი, რომელშიც ბუნების გარემოცვაში საოცარ კერძებს ვამზადებ.

კვამლის გემო და სუნი – უბრალო კარტოფილსაც სარესტორნო კერძად აქცევს.

ინგრედიენტები

  • მზესუმზირის ზეთი 1ლ
  • კარტოფილი 3კგ
  • ცხვრის ხორცი 3კგ
  • ხახვი 500გ
  • ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე და ჩაასხით ზეთი, რათა კარგად გაცხელდეს.

2.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით დიდ ნაჭრებად. მრგვლად დაჭერით ხახვი.

3.კარტოფილი შეწვით თუჯის ქვაბში.

4.კარტოფილის შესაწვავად გამოყენებული ზეთი გადაღვარეთ და ახალი ჩაასხით ხორცისთვის.

5.დაჭერით ხორცი და შეწვით 15 წუთი.

6.მზა ხორცს დაუმატეთ ხახვი და 150გ წყალი.

7.ქვაბს დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 30 წუთი. ხორცს დაუმატეთ შემწვარი კარტოფილი და მოურიეთ.

8.მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეგიძლიათ დაუმატოთ საყვარელი სანელებლები. დაელოდეთ ცოტახანი.

9.კერძი მოათავსეთ დიდ თეფშზე და მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!