კურდღლის ხორცი მდოგვისა და ნაღების სოუსში. იდეალური ხერხი, ოდნავ მოტკბო ხორცის გემოს ხაზის გასასმელად

2126

სანამ უცხოელი ექსპერტები ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ რაციონი ძირითადად ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდეს, ხორცი კი ნაკლები როდენობით უნდა მივირთვათ, ჩვენ განვაგრძობთ ხორცის დიეტური ვარიანტების მოხმარებას, მაგალითად, კურდღლის ხორცის. მასში ისეთი რაოდენობით მინერალური ნივთიერება და ვიტამინია, რომ ვერავინ შეადარებს ღორის, ცხვრის ან საქონლის ხორცს. და რამდენი კერძის მომზადება შეიძლება მისგან! მაგალითად კურდღლის ხორცი ნაღების სოუსში.

ქათმის ბულიონი, კონიაკი, ნაღები, მდოგვი და ზეითუნის ზეთი – ამ ინგრედიენტების სწორი პროპორციები სრულყოფილებამდე მიიყვანს კურდღლის ხორცს. არ არის საჭირო გამოცხობა და დიდი წვალება, საკმარისია ღრმა ტაფა იქონიოთ და გაზქურასთან ერთი საათი იტრიალოთ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

 ინგრედიენტები

  • 1,5-2 კგ კურდღლის ხორცი
  • 4 ც წითელი ხახვი
  • 0,5 კონა ტარხუნა
  • 0,5 კონა ბეგქონდარა
  • 200 მლ ქათმის ბულიონი
  • 150 მლ კონიაკი
  • 150 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 2 ჩ.კ. კარაქი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. განაცალკევეთ ხორცი და ძვალი. დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად.
  2. დაჭერი ხახვი ნახევარრგოლებად. მოთუშეთ ზეითუნის ზეთში და კარაქში ღრმა ტაფაში, დაუმატეთ შაქარი.
  3. დაამატეთ დაქუცმაცებული ბეგქონდარა და ხორცი. შეწვით სანამ არ შეწითლდება.
  4. დაუმატეთ კონიაკი და შეწვით, სანამ სითხე არ აორთქლდება. შემდეგ დაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოთუშეთ, სანამ წყალი არ აორთქლდება.
  5. დაუმატეთ მდოგვი და ნაღები. მოთუშეთ კიდევ 10 წუთი.
  6. მოაყარეთ ტარხუნას ფურცლები, მოურიეთ და მოხსენით ცეცხლიდან.

ოდნავ მოტკო ხორცი კარგად ეხამება კარტოფილის განირს, შემწვარ სოკოს ან მოთუშულ სტაფილოს. სხვადასხვა დაკონსერვებული ბოსტნეულიც მოუხდება. მიჰყევით რეცეპტს და მოამზადეთ ეს შესანიშნავი კერძი, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!