ფხვიერი ორცხობილები “ქამა სოკო”

1184

სოკოს ფორმის ორცხობილის მომზადებას არანაერი მოწყობილობა არ სჭირდება.

პატარა ეშმაკური ხერხი და თქვენი ორცხობილა სოკოს 100% აემსგავსება.

ეს დესერტი ძალიან უყვართ ბავშვებს.

ინგრედიენტები

  • კარაქი 200გ
  • შაქრის ფხვნილი 200გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 400გ
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: შაქრის ფხვნილი, ვანილი, მარილი, სოდა, 250გ ფქვილი და სახამებელი.
  2. რბილი კარაქი, 1 კვერცხი და 1 კვერცხი გული დაუმატეთ მშრალ მასას.
  3. ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, მოზილეთ ცომი, მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
  4. ცომისგან შექმენით პატარა ბურთულები. ბოთლის თავი დაასველეთ, ამოავლეთ კაკაოში და მიაბჯინეთ ცომს, რათა დაემსგავსოს სოკოს ფეხს.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
  6. შეგიძლიათ გააფორმოთ მდნარი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!