როგორ მოვამზადოთ არაჟნის ნამცხვარი კენკრით – საკონდიტრო შედევრი!

971

ახალი კენკრა და ხილი უბრალოდ გვეხვეწება მათგან დესერტის მომზადებას. ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან აქტუალურია ცივი დესერტები, მათ გარეშე ხომ წარმოუდგენელია?

მე ძალიან მიყვარს არაჟნის ნამცხვარი კენკრით. უნაზესი, როგორც სუფლე, ძალიან არომატული და გემრიელი. ეს დესერტი აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას.

მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • მაყვალი 200გ
  • შაქარი 170გ
  • სახამებელი 3 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 600გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი 8გ
  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • კარაქი 40გ

მომზადება

1.ახალი მაყვალი გარეცხეთ და დააბლენდერეთ 1 უფრის კოვზი სახამებელთან და 50გ შაქართან ერთად. უნდა გამოგივიდეთ სქელი კენკრის პიურე. თუ მასა თხელია, მაშინ დაბალ ტემპერატურაზე გააცხელეთ შესქელებამდე.

2.600გ არაჟანს დაუმატეთ 2 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ, რათა არ დაჯირჯვლდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი ან მიქსერი.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და 3 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი. ფქვილს დაუმატეთ 40გ დარბილებული კარაქი. კარგად გადაურიეთ ხელით.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.

5.ფქვილიანი მასა გადაანაწილეთ ფორმის ფუძეზე და ზემოდან მოასხით თხევადი მასა.

6.არაჟნის ფენაზე სუფრის კოვზით მოასხით კენკრის პიურე. ხის წკირით გადაანაწილეთ.

7.გამოაცხეთ 160 გრადუსზე 45-50 წუთი.

8.მზა დესერტი კარგად გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით!