კიბორჩხალის ჩხირების სალათი ლავაშის კალათში

საზეიმო სუფრისთვის დიასახლისები ხშირად ამზადებენ მრავალფეროვან სალათებს. დღეს უჩვეულო სალათს გასწავლით რომელიუც ლავაშით მომზადებული კალათებით, პორციებად უნდა მიიტანოთ სუფრასთან. გამასპინძლების ასეთი ვარიანტი ბანკეტებზე ან სახლის მოკრძალებულ წვეულებებზეც გამოგადგებათ.

რა მოვამზადოთ ლავაშისგან

კიბორჩხალის ჩხირების სალათი კიტრით – საკმაოდ ნოყიერი და კალორიული კერძია, ამიტომ თუ დიეტაზე ხართ და ფიგურას დიდ ყურადრებას აქცევთ აჯობებს უფრო დიეტური ვარიანტი შეარჩიოთ.

ინგრედიენტები:

  • 3-4 ფენა ლავაში
  • 3 ცალი კვერცხი
  • 200 გრამი კიბორჩხალის ჩხირები
  • 1 ახალი კიტრი
  • 50 გრამი კამა
  • 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი

მომზადების წესი

1. გამოჭერით 24 ცალი ლავაშის კავდრატი (იგულისხმება ე.წ. სომხური ლავაში). დაახლოებით 10×10 სანტიმეტრის კუბები.

2. ათქვიფეთ კვერცხი. კვერცხის მასა ერთი ნაჭრის ცენტრს წაუსვით და ზემოდან მეორე ნაჭერი დაადევით ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. მზა ფენები მაფინების საცხობ ფორმებში მოათავსეთ. შემდეგ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით 15 წუთით.

4. სანამ ჩვენი ლავაშის კალათები მზადდება, გულსართის მომზადებით დაკავდიტ. მოზარშეთ 2 ცალი კვერცხი და კვერცხის საჭრელის მეშვეობით დაჭერით.

5. დაჭერით კიბორჩხალის ჩხირები მსხვილ ნაჭრებად.

6. კიტრი დაჭერით კანიანად

7. დაჭერით მწვანილი

8. ყველა ინგრედიენტი ღრმა ჭურჭელში გადაურიეთ და არაჟანი დაუმატეთ.

9. ცოტაოდენი პორცია კალათებში მოათავსეთ

აუცილოებლად მოამზადეთ ეს კერძი, ის თქვენს საზეიმო სუფრას კიდევ უფრო სახალისოს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის!