ხრაშუნა სალათი ახალი კომბოსტოთი და ძმრით. იდეალური წასახემსებელი

230

გემო ბავშვობიდან. თუ საბჭოთა კერძების გემო გენატრებათ, ეს სალათი ნამდვილად მოგეწონებათ. დაგჭირდებათ მინიმუმი პროდუქტები. ყველა ხელმისაწვდომი და იაფია. სალათი ახალი კომბოსტოთი და ძმრით საბჭოთა კერძს ნამდვილად რომ დაემსგავსოს, ერთი ხრიკი უნდა იცოდეთ.

ხრიკი ბოსტნეულის დიდხანს დამარინადებაა. წასახემსებელი არა მხოლოდ ძალიან გემრიელი გამოვა, არამედ სასარგებლო. ორგანიზმი მადლობას გეტყვით. ტკბილ–ცხარე გემო სასიამოვნო სიმჟავით და სანელებლების შესანიშნავი კომბინაციით, ასეთი კერძი საზაფხულო კაფეების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მენიუში ხშირად გვხვდება. სცადეთ, ღირს!

სალათი ახალი კომბოსტოთი და ძმრით: მომზადების ნიუანსები

სალათი ძალიან მარტივად მზადდება. თუ შესაძლებელია, ბოსტნეული ძმრის (ვაშლის და ღვინის) ნარევში დაამარინადეთ. თუ ასეთი არ გაქვთ, სუფრის 9%–იანი ძმარიც გამოგადგებათ. შაქარი ტკბილი სიროფით ან შაქრის შემცველით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მზა წასახემსებელი არარაფინირებული მცენარეული ზეთით შეკაზმეთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გ თეთრი კომბოსტო
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ ძმარი
  • 100 გ სტაფილო
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კომბოსტო თხელ ზოლებად დაჭერით. ბასრი დანა ან ბოსტნეულის სათლელი გამოიყენეთ. ბოსტნეული თასში გადაიტანეთ და გემოვნებით მარილი დაუმატეთ.

2. ორი წუთით ხელით კარგად დასრისეთ. ასე მარილი კომბოსტოს უკეთ შეერევა და ცოტა წვენი გამოვა.

3. კომბოსტოს ნამზადი 15-20 წუთი სუფრაზე გააჩერეთ. მსხვილად გახეხილი სტაფილო, შაქარი და ძმარი დაუმატეთ და აურიეთ.

4. სალათი 10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ ზეთი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ.

5. კერძი მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი გააჩერეთ. უმჯობესია, 2 საათი გააჩეროთ.

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 5 პორცია სალათი გამოვა. ძმრის ხარჯზე წასახემსებელი დროთა განმავლობაში უფრო ცხარდება, ამიტომ დიდი პორციის მომზადებას არ გირჩევთ. სურვილისამებრ, სალათს დაუმატეთ კამა, ოხრახუში ან მწვანე ხახვი.