ძალიან თხელი და ნაზი ბლინები – ახალი რეცეპტი

2639

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უმაგრეს რეცეპტს!

ამ საოცარი ბლინების მომზადება ძალიან მარტივია.

დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 360-380გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1-3 სუფრის კოვზი
  • რძე 1ლ
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. გააცხელეთ რძე დაახლოებით 30-35 გრადუსზე.
  2. რძე ჩაასხით ღრმა ჯამში.
  3. დაუმატეთ მარილი შაქარი (შაქარი დაუმატეთ გემოვნებით).
  4. შემდეგ დაუმატეთ მშრალი საფუარი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
  5. ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, ჩაასხით მცენარეული ზეთი.
  6. მოზილეთ თხელი ცომი.
  7. დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას მოათავსეთ 30-40 წუთი.
  8. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
  9. თუ ბლინები გამოვა სქელი, მაშინ დაუმატეთ რძე.
  10. ხოლო თუ ძალიან თხელია და იხევა, მაშინ დაუმატეთ ფქვილი.
  11. გააცხელეთ ტაფა და მოასხით მცენარეული ზეთი.
  12. დაასხით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.
  13. მზა ბლინებს წაუსვით კარაქი.
  14. თუ ცომი გადაგრჩებათ, შეგიძლიათ შეინახოთ 1-2 დღე მაცივარში.
  15. შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან და მდნარ შოკოლადთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!