კარტოფილისა და ბადრიჯნის მობრაწულა: 8 ფენა, რომლებისგან ყოველი ნეტარებაა გურმანისთვის

1957

რას ამზადებთ ხოლმე, როცა  ცოტაოდენი ფარში და კარტოფილი გაქვთ? პირადად მე კიდევ რამდენიმე პროდუქტს ვამატებ: ბოსტნეულს, ყველს,სუნელებს, რათა კერძი გავამდიდრო. დღეს ჩვენ გთავაზობთ მობრაწულას რეცეპტს, რომელიც ფარშისგან, კარტოფილისგან, ბადრიჯნისგან და პომიდვრისგან შედგება. საოცრად გემრიელი გამოდის.

მეგობრები მეუბნებიან, რომ ბადრიჯნის გამოცხობა არც თუ ისე კარგი იდეაა, რადგან ყველა ინგრედიენტი კარგად მომზადდება გარდა ბადრიჯნისა. ამიტომ წინასწარ ვწვავ ხოლმე ტაფა-გრილზე და ყველაფერი იდეალურად გამოდის.

ინგრედიენტები

  • 700-800 გრ ღორის ფარში
  • 6 ც კარტოფილი
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 1 ც ხახვი
  • 3-4 ც პომიდორი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ კარტოფილი. დაჭერით თხელ რგოლებად კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი.

2. შეწვით ბადრიჯანი ტაფა-გრილზე.

3. დაჭერით წვრილად ხახვი, დაუმატეთ ფარში, ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ორეგანო, მარილი, პილპილი.

4. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას. დააწვეთ კარტოფილის ფენა, მოაყარეთმარილი და შავი პილპილი.  შემდეგ ასეთი თანმიმდევრობით: ფარში, ბადრიჯანი, გახეხილი ყველი, კარტოფილი (მარილი, პილპილი მოაყარეთ), პომიდორი, გახეხილი ყველი, კარტოფილი.

5. შედგით 200-250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით, დააფარეთ ფოლგა. მომზადებამდე 7-10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტი ყველი გემოვნების მიხედვით. დიახ, კერძი მსუბუქი არ არის, საკმაოდ ნოყიერია. ამიტომ მასთან იდეალური იქნება მსუბუქი საგაზაფხულო ბოსტნეულის სალათი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!