უგემრიელესი და უმარტივესი კერძი – მაკარონი სოკოთი და ქათმის ხორცით

2838

მუდამ თქვენი მეგობარი გასტრონომია გთავაზობთ მარტივი კერძის რეცეპტს. მაკარონი ქათმის ხორცით ნამდვილად გაამრავალფეროვნებს თქვენს ყოველდღიურ მენიუს.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ მაკარონი
  • 400 გ ქათმის ხორცის ფილე
  • 400 მლ ნაღები
  • 150 გ სოკო
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. დაჭყლეტილი ზეთისხილი
  • 2-3 ს.კ. სქელი არაჟანი
  • პილპილი
  • მარილი
  • ჯავზი
  • როზმარინის ტოტები – მოსართავად

მომზადების წესი:

  1. მაკარონი მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში. მაკარონის ნახარში წყალი შემოინახეთ.
  2. ქათმის ხორცი დაჭერით  საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და ზეთში შეწვით, ოღონდ ზედმეტად არ დაბრაწოთ.
  3. ამავე ცხიმში შეწვით მსხვილად დაჭრილი სოკო, წვრილად დაჭრილი ნიორი, დაჭყლეტილი ზეთისხილი, არაჟანი, მდოგვი და სანელებლები ერთმანეთში კარგად აურიეთ და ოდნავ გაათხელეთ მაკარონის ნახარში წყლით.
  4. მაკარონი, ქათმის ხორცი და სოკო აურიეთ, მოასხით სოუსი და მორთეთ როზმარინის ტოტებით.

გემრიელად მიირთვით!