ღვიძლის უგემრიელესი სტეიკი

819

დაბეგვილი ღვიძლი ძალიან სათუთი მოსამზადებელია. შემწვარი ღვიძლი უბრალოდ პირში ლღვება, ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი 250გ
  • კვერცხი 2ცალი
  • ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 70მლ
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მოზმადება

1.გარეცხეთ ღვიძლი, გააშრეთ და გაასუფთავეთ.

2.დააფარეთ პაკეტი და თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაასვენეთ 15 წუთი.

3.ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და წიწაკასთან ერთად. ცალკე თეფშზე დაყარეთ ფქვილი.

4.ამოავლეთ ღვიძლი ფქვილში, კვერცხში და შეწვით 3-4 წუთი თითოეული მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!