ვიტამინებით გაჯერებული საგაზაფხულო სალათა

1136

ეს გემრიელი სალათა ძალიან უხდება შემწვარ ხორცს, მაგრამ შეგვიძლია ცალკეც მივირთვათ.

ინგრედიენტები: 

  • 0,5 თავი წითელი კომბოსტო
  • 0,5 თავი თეთრი კომბოსტო (საშუალო ზომის თავები )
  • 2 სტაფილო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 ჩ.კ. მარცვლოვანი მდოგვი
  • 150 გ სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან მხოლოდ არაჟანი
  • 0,5 ცალი ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი
  • პილპილი
  • შეგვიძლია დავუმატოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი და მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. ორივე სახის კომბოსტო ძალიან თხლად დავკეპოთ და ავურიოთ.
  2. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ნიორი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი.
  3. მოვასხათ ლიმონოს წვენი, კარგად ავურიოთ და დავუმატოთ მდოგვის და არაჟნის ნარევი.
  4. მარცვლოვანი მდოგვი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სუპერმარკეტებში შეგვიძლია შევიძინოთ. თუ ვერ ვიშოვით-ნაკლებად ცხარე მდოგვით ჩავანაცვლოთ.