მსგავსი ქათმის კერძი არასდროს გაგისინჯავთ! ნაზ, პიკანტურ თევზს მაგონებს

1139

ქათმის ფილე ყველი პარმეზანის ქვეშ არომატულ ბალახებთან ერთად – უდავოდ, ერთ-ერთი დახვეწილი კერძია. დაივიწყეთ გაზქურასთან დიდხანს დგომა და უსასრულო ლოდინი! ამ რეცეპტს ბევრი დრო არ სჭირდება: კერძის მომზადება მაქსიმუმ 40 წუთს წაგართმევთ!

ქათმის ფილე ყველში გამომცხვარი

თქვენ დაგჭირდებათ ღრმა ტაფა და შემდეგი ინგრედიენტები.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 ქათმის ფილე
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 ხახვი, წინასწარ კუბებად დაჭრილი
  • 1 დაქუცმაცებული ნივრის კბილი
  • 450 გრ მაკარონის ნაწარმი (სასურველია პენე, მილები)
  • 2,5 ს/კ ქათმის ბულიონი
  • 40 გრ დაჭრილი, დაკონსერვებული პომიდორი
  • 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
  • 0,5 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 1 ს/კ იტალიური ბალახი (ტრადიციული შემადგენლობა: თავშავა, რეჰანი, ნიორი, ხახვი, ქონდარი და ლემონგრასი)
  • 4 ჭიქა დაქუცმაცებული ისპანახი

მომზადება:

1. წინასწარ ზეითუნის ზეთით გახურებულ ღრმა ტაფაში ფილეს ნაჭრები მოათავსეთ. წიწაკა და მარილი მოაყარეთ, საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე დატოვეთ (თითოეულ მხარეს 3-4 წუთი). ამის შემდეგ ქათმის ფილე თეფშზე გადაიტანეთ.

2. შემდეგ ტაფაზე დაჭრილი ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი ჩაყარეთ და 3 წუთით შეწვით.

3. ამის შემდეგ მაკარონი და დაჭრილი პომიდორი დაუმატეთ, ქათმის ბულიონი დაასხით და სანელებლები დაუმატეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და კერძი სუსტ ცეცხლზე თუშეთ, პერიოდულად აურიეთ (15 წუთი).

თუ იტალიური ბალახების და ისპანახის დამატებით ამზადებთ, დროა მაკარონს დაუმატოთ.

4. თავსახური ახადეთ და მაკარონის ზემოდან ქათმის ფილე დააწყვეთ, ორი სახეობის გახეხილი ყველი მოაყარეთ. კერძი თავდახურულ ტაფაში კიდევ 10-15 წუთით გააჩერეთ. როგორც კი ყველი გადნება, შეგიძლიათ ცეცხლი გამორთოთ. კერძი მზადაა!

ზუსტი რეცეპტი ამ ვიდეოში ნახეთ.

ნამდვილი სილამაზე! ასეთ ქათმის ხორცს ყველში თუ ღუმელში გამოაცხობთ, ის ყველას მოეწონება.

დახვეწილი გემო თქვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. გემრიელი შედევრით ახლობლები და ოჯახის წევრები აუცილებლად გაახარეთ.

რა თქმა უნდა, რეცეპტის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.