ღვეზელს და პიცას ჩაანაცვლებს: ნოყიერი წასახემსებელი კექსის რეცეპტი ძეხვით, ყველით და ზეთისხილით

1053

მარილიანი პუდინგით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რძით და ზეთისხილით მომზადებული წასახემსებელი კექსით სხვების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. კერძი ტრადიციული რეცეპტისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ამით ნაკლებად გემრიელი არაა: სველი ცომი პომიდვრის პასტაში, მადის აღმძვრელი ნაჭრები და ბერძნების საყვარელი წასახემსებელი. გარეგნულად ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. მარილიან კექსს პაპრიკის ფერში გაჯერებული გემო და დასამახსოვრებელი არომატი აქვს.

„გასტრონომია“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ კექსის შიგთავსი. რა თქმა უნდა, მთავარი ცომია. გამოცხობის შემდეგ ცომი მკვრივი, ოდნავ სველი რჩება. ამისთვის რეცეპტში მოხარშული ძეხვი გამოიყენება, თუმცა შეგიძლიათ ძეხვის სხვა ნაწარმიც გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 150 მლ რძე
  • 100 გრ მოხარშული ძეხვი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 15 ზეთისხილი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 50 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. შიგთავსის ინგრედიენტები მოამზადეთ: ზეთისხილი 3 ნაწილად დაჭერით (ზეთისხილი უკურკო უნდა იყოს). ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ხოლო ძეხვი მცირე ზომის კუბებად დაჭერით.

2. კვერცხი პომიდვრის პასტასა და რძესთან ერთად ათქვიფეთ. მარილი, ზეთი და წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად გაცერით და ცომი მოზილეთ. კონსისტენციით ოლადების ცომს უნდა ჰგავდეს. შიგთავსის ინგრედიენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. მზა მასა ფორმებში გადაანაწილეთ ან ერთი დიდი საცხობი ფორმა გამოიყენეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საცხობ ფორმაზე ცხიმის წასმა არ დაგავიწყდეთ.

4. კექსი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ, მზაობა კი კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

მზა კექსს შეგიძლიათ მწიკვი ბაზილიკი ან ორეგანო მოაყაროთ. ეს სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. სუფრაზე თბილი კექსი ახალ ბოსტნეულთან ერთად გაიტანეთ. ვახშამი და საუზმე მისი წყალობით ნოყიერი და ფერადი იქნება, ამასთან მომზადება სულ ცოტა დროს წაგართმევთ.