ხილის მარმელადი 3 ინგრედიენტისგან

1009

ბავშვობის საყვარელი ტბილეული, ნამდვილად დროს გაუძლო. მომინდა სახლში მომემზადებინა და გამეხსენებინა ის ტკბილი დრო. ჟელატინი მზადდება უმარტივესად და უსწრაფესად. დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი : წვენი, შაქარი და ჟელატინი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის მჟავა.

ინგრედიენტები

  • ალუბლის წვენი 300მლ
  • შაქარი 160გ
  • ჟელატინი 40გ

მომზადება

1.წვენს დაუმატეთ შაქარი და ჟელატინი. ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ და დაელოდეთ ამოფუებას.

2.ამოფუებული ჟელატინი გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, არ შეწყვიტოთ მორევა. დაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ მასის ერთგვაროვნებას. გამღვალი ჟელატინი გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

3.ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი, დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე, დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

4.დაჭერით მარმელადი სასურველ ფორმებად.

გემრიელად მიირთვით!