ეს გემრიელი სალათა ძალიან უხდება შემწვარ ხორცს, მაგრამ შეგვიძლია ცალკეც მივირთვათ.
ინგრედიენტები:
- 0,5 თავი წითელი კომბოსტო
- 0,5 თავი თეთრი კომბოსტო (საშუალო ზომის თავები )
- 2 სტაფილო
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კონა კამა
- 1 ჩ.კ. მარცვლოვანი მდოგვი
- 150 გ სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან მხოლოდ არაჟანი
- 0,5 ცალი ლიმონის წვენი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი
- პილპილი
- შეგვიძლია დავუმატოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი და მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
- ორივე სახის კომბოსტო ძალიან თხლად დავკეპოთ და ავურიოთ.
- დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ნიორი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი.
- მოვასხათ ლიმონოს წვენი, კარგად ავურიოთ და დავუმატოთ მდოგვის და არაჟნის ნარევი.
- მარცვლოვანი მდოგვი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სუპერმარკეტებში შეგვიძლია შევიძინოთ. თუ ვერ ვიშოვით-ნაკლებად ცხარე მდოგვით ჩავანაცვლოთ.