ლოკოკინის ფორმის ღორის მწვადი

554

კარგი ამინდები გამოვიდა, მზე გვახარებს თავისი სიმხურვალით. მოვიდა აგარაკზე წასვლის დროც. საპიკნიკოდ მოვიფიქრე მენიუ, რათქმაუნდა მწვადის გარეშე პიკნიკი არ შედგება. მისი მომზადება ღუმელშიც შეგიძლიათ.

გარეგნულად ეს მწვადი ძალიან გავს ლოკოკინებს. საოცარი არომატი ტრიალებს სამზარეულოში, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. . .

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 600გ
  • ლორი 200გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • მწილი კიტრი 4 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • პომიდვრის პიურე 200გ
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • კეჩუპი 2 სუფრის კოვზი
  • ტაბასკო 10გ
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. გაყავით 3 ნაწილად და კარგად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.დაჭერით ლორი, 1 ხახვი, წიწაკა და კიტრი. გადაანაწილეთ ხორცზე.

3.დაახვიეთ რულეტისებურად, დაჭერით და ააცვით ხის წკირებზე. მოამზადეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

4.გააცხელეთ ზეთი და შეწვით ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. დაუმატეთ პომიდვრის პიურე, შაქარი, სოიოს სოუსი, კეჩუპი და ტაბასკო. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე.

5.ღრმა ჯამში ჩაასხით სოუსი, ზემოდან მოათავსეთ მზა მწვადი.

გემრიელად მიირთვით!