მოამზადეთ ცხარე სოუსი შავი ქლიავისგან – საწებელი, რომელიც მავნებელ “კეტჩუპს” დაგავიწყებთ

3396

იცოდით, რომ შავი ქლიავისგან არა მხოლოდ მურაბისა და ჯემის, არამედ ცხარე საწებელის მომზადებაცაა შესაძლებელი? მართალია ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ერთხელ მაინც ცდით მის მომზადებას, იგი აუცილებლად შეგიყვარდებათ.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სოუსი

ჩვენმა რედაქციამ იპოვა ძალიან გემრიელი ქლიავის სოუსის უმარტივესი რეცეპტი, რომლის მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. იგი ჩაანაცვლებს კეტჩუპს, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ქლიავი
  • 1 თავი ნიორი
  • 10 გრ სანელებელი
  • 3 ც ცხარე წიწაკა ჩილი
  • შაქარი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ქლიავი და ამოაცალეთ კურკები. უმჯობესია, თუ ქლიავი არ იქნება ძალიან მწიფე, რადგან მისი მომჟავო გემო მიანიჭებს სოუსს მოტკბო-მომჟაო გემოს.

2. გაარჩიეთ ნიორი, კარგად გარეცხეთ ცხარე წითელი წიწაკა და ამოიღეთ მისგან თესლი.

3. გაატარეთ ქლიავი, ნიორი და ცხარე წიწაკა ხორცსაკეპში.

4. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და შაქარი გემოვნებით და სოუსს კარგად მოურიეთ.

5. სოუსი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.

6. შემდეგ გააცივეთ სოუსი და ჩაასხით სტერილურ ქილებში.

ქლიავის საწებელი ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს, მაკარონს, გამომცხვარ ხორცსა და მწვადს.