დამარინადებული პომიდორი – გემრიელი წასახემსებელი ყოველდღიურ და სადღესასწაულო სუფრაზე

619

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და არომატულ წასახემსებელს: დამარინადებული პომიდორი. წვნიანი პომიდორი სულ რაღაც 1 საათში შეგიძლიათ დაამარინადოთ. პომიდორი საკაზმი–მარინადის ქვეშ, რომელიც სოიოს სოუსის, ზეითუნის ზეთის, მწვანილის და ნივრის ბაზაზე კეთდება, მაცივარში გაცივებამდე შეინახეთ. ასეთი მარინადი უგემურ, გვიან მოსულ პომიდორსაც ისე გახსნის, თითქოსდა პირველი მოსავალია.

ინგრედიენტები:

  • 6 პომიდორი
  • 1 კბილი ნიორი
  • პატარა ხახვი
  • 2 ს/კ რეჰანი
  • 1 ს/კ თავშავა
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ძმარი

მომზადების წესი:

1. პომიდვრები სქელ რგოლებად დაჭერით და ბრტყელ, მოსახერხებელ თეფშზე ერთ რიგად დააწყვეთ.

2. ცალკე თასში ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, რეჰანი, თავშავა, მარილი და ძმარი აურიეთ. აქვე, წვრილად დაჭრილი ხახვი და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ.

3. მიღებული მარინადი–საკაზმი თითოეულ პომიდორზე მოათავსეთ. მაცივარში 1 საათით გააჩერეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.