შოკოლადის ნამცხვარი მარტივად. თუ მას სტუმრებისთვის მოამზადებთ, მხოლოდ მოიგებთ!

4291

ეს ნამცხვარი იმდენად ადვილად და სწრაფად მზადდება, რომ დაუფიქრებლად შეგიძლიათ მოამზადოთ სტუმრებისთვის თავის წარმოსაჩენად. ისინი აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ დამალავენ!

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის: 

  • 225 გ თეთრი ფქვილი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი (უშაქრო)
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 180 მლ რძე
  • 180 გ მარილიანი კარაქი
  • 2 კვერცხი, ათქვეფილი
  • ნიგვზის ლებნები მოსართავად სურვილისამებრ

მინანქარისთვის :

  • 150 გ მარილიანი, დარბილებული კარაქი
  • 450 გ შაქრის პუდრი
  • 75 გ კაკაოს ფქვნილი (უშაქრო)
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 4 ს.კ. + ოდნავ მეტი (საჭიროებისამებრ) შემთბარი რძე

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას  (23 სმ) რომელსაც გვერდი ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით.
  2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ კაკაო, შაქარი და ვანილი.
  3. კარაქი დაბალ ტემპერატურაზე გაადნეთ და ფქვილის მასას შეურიეთ, შემდეგ ერთდროულად შეათქვიფეთ რძე და კვერცხები.
  4. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  5. აცხვეთ დაახლოებით 35-40 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 10 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  6. მინანქარი: კარაქი და შაქრის პუდრი მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ერთგვაროვან კონსისტენციამდე ათქვიფეთ, დაუმატეთ კაკაო, ვანილი, რძე და ისე მოურიეთ, რომ მასა კვლავ ერთგვაროვანი გახდეს. თუ მინანქარი მეტისმეტად სქელია, დაუმატეთ რძე – თითო ჯერზე თითო ჩაის კოვზი.
  7. გაცივებული ბისკვიტი შუაში გაჭერით, ერთი ფენა ლანგარზე გადაიტანეთ და მინანქრის 1/3 წაუსვით. მეორე ფენა დაადეთ და დარჩენილი ჭიქური თავსა და გვერდებზე გადაუსვით. მორთეთ ნიგვზის ლებნებით სურვილისამებრ.
  8. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.