გოგრის მურაბის ჯადოსნური რეცეპტი ფორთოხლით და ლიმონით

404

გოგრის მურაბა სადღესასწაულო სუფრაზე ყველა სტუმრის საყვარელი ტკბილეული გახდება. ასეთი მურაბა იშვიათად გვხვდება, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს. მინიმალური ინგრედიენტებით ნამდვილად შეუდარებელი გამოდის. ჩაიზე ან ყავაზე შესაფერისია.

გოგრის მურაბა

მურაბისთვის დაგჭირდებათ გოგრა, ფორთოხალი და შაქარი. თუ სურვილი გაქვთ, ფორთოხლის ნაცვლად ლიმონი გამოიყენეთ ან ორივე ერთად თანაბარი რაოდენობით. გარგარის ჩირიც უხდება. ასე უფრო საინტერესო გემოს შეიძენს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გოგრა
  • 800 გ შაქარი
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი (თქვენი სურვილით)
  • გარგარის ჩირი (თქვენი სურვილით)

მურაბისთვის გოგრა ყურადღებით შეარჩიეთ. შესაფერისი სახეობა აირჩიეთ, რადგან პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ. ტკბილი და ოდნავ მაგარი უნდა იყოს. ასე ფაფა არ გახდება. გარეგნულად დაზიანებული გოგრა არ შეიძინოთ.

მომზადების წესი:

1. გოგრა კარგად გარეცხეთ და რამდენიმე ნაწილად დაყავით. ამ ნაჭრებს ქერქი მოაშორეთ, რომ უფრო პატარა ნაჭრებად მარტივად დაჭრათ. სქელძირიანი ქვაბი გამოიყენეთ, რომ მურაბა არ დაიწვას.

2. გოგრა და შაქარი ქვაბში მოათავსეთ. გააჩერეთ სანამ, გოგრას წვენი არ გამოუვა. ციტრუსი დაჭერით. ქერქის მოშორება საჭირო არაა. კარგად გარეცხეთ და დაჭერით.

3. ციტრუსის ნაჭრები გოგრისა და შაქრის ნარევს დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. აურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გაიხსნას. გოგრის მურაბა ადუღებიდან 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ქურას სიმძლავრე არ მოუმატოთ, რომ მურაბა არ დაიწვას.

4. მინის ქილები გაასტერილეთ. ცხელი მურაბა ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ. ბნელ, გრილ ოთახში შეინახეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

საკმაოდ მარტივად მზადდება. დამწყები მზარეულიც ადვილად გაუმკლავდება. გოგრის მურაბა ოჯახთან ერთად გააკეთეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ. გემრიელად მიირთვით!