ბადრიჯნის რულეტი ნიორისა და პომიდვრის გულსართით

თუ ნივრიანი და მაიონეზიანი ბადრიჯანი გიყვართ, ეს რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. კაკლის, ქინძისა და ნიორის ტანდემი ნამდვილი ფეიერვერკია გემოს რეცეპტორებისთის. ამ კერძის კიდევ ერთი პლუსი ის გახლავთ, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბადრიჯანი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ტოტი ქინძი
  • 20 გრამი კაკალი
  • 1 ცალი პომიდორი
  • მარილი გემოვნებით
  • 50 გრამი მაიონეზი

მომზადების წესი

მომზადების წესი

1. ბადრიჯანი თხელ, დაახლოებით 5 მილიმეტრის ფენებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და 20 წუთით ღრმა ჟამში გააჩერეთ.

2. ბადრიჯნიგან სითხე გადაღვარეთ, ოდნავ გაწურეთ და ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე, ორივე მხრიდან, გაოქროსფრებამდე შეწვით

3. შემწვარი ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, ასე ზედმეტი ცხიმი დაიწურება. თუ არ გსურთ, რომ კერძი ძალიან ცხიმიანი გამოვიდეს შეგიძ₾იათ ბადრიჯანი ქურაში გამოაცხოთ.

4. გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე, დანით თხლად დაჭერით და დააქუცმაცეთ კაკალი.

5. ნიორი დაჭყლიტეთ და ქინძი წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ ნებისმიერი წიწაკა გამოიყენოთ.

6. ერთმანეთში აურიეთ გახეხილი სტაფილო, მწვანილი და ნიორი. შეაზავეთ მაიონეზით და ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

7. პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
8. ბადრიჯნის ფენის კიდეზე გულსართი და პომიდვრის ნაჭერი დადევით და რულეტად გადაახვიეთ. იმისთვის, რომ რულეტი არ გაიშალოს შეგიძლიათ კბილის ჩხირი გამოიყენოთ.

ასეთი რულეტები შეგიძლიათ ნებისმიერი გულსართით მოამზადოთ, მაგალითად ბადრიჯანს ძალიან უხდება კარაქი და ავოკადო, ან მაგარი ყველი – ბადრიჯანს მაგარი ყველის გულსართით ღუმელში გამოაცხობთ.