ბადრიჯანი, ფარში და კარტოფილის პიურე – ოქროს სამეული!

724

ინგრედიენტები

  • კარტოფილის პიურე 700გ
  • ხახვის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
  • ბექონდარა 1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
  • მარილი 2,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,8 ჩაის კოვზი
  • საქონლის ფარში 300გ
  • პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ხახვი 50გ
  • ოხრახუში 20გ
  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • პომიდვრის წვენი 250მლ
  • პარმეზანი 50გ

მომზადება

  1. პიურეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მშრალი ხახვი, ბექონდარა, ნიორი, 0,5 ჩაის კოვზი წიწაკა, ნახევარი მარილი და მოურიეთ.
  2. ფარშს დაუმატეთ დარჩენილი მშრალი ხახვი, მარილი, პაპრიკა, წიწაკა, დაჭრილი ხახვი და მწვანილი.
  3. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, თითოეული ნაწილი გარედან ჩაჭერით, გაჭერით შუაზე, რათა მიიღოთ გარმონი. ჩაჭრილი ადგილები ამოავსეთ ფარშით.
  4. გამოსაცხობ ფორმაში ჩატკეპნეთ პიურე, ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი. მოასხით პომიდვრის სოუსი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!