ყველა დიასახლისი ოლივიეს თავისებურად ამზადებს. დაჭრილი კამა სალათს ახალ გემოს მატებს

62

რამდენ ვიტამინს იძლევა სასარგებლო მწვანილი? დაფიქრებულხართ, რომ თითოეული მწვანე ფოთოლი ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მიკროელემენტებს შეიცავს? ზოგი მწვანილს პირდაპირ უმად მიირთმევს, ზოგს თევზთან, ხორცთან ან სალათასთან ერთად ჭამა უყვარს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს კონკრეტულ მწვანილს და რომელ სალათში სჯობს მისი დამატება.

სასარგებლო მწვანილი

გაზაფხული დადგა და დროა რაციონი თანდათან მწვანილებით გაამდიდროთ. მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში ჩვენთან ყველაზე ცნობილი სამეულია. ამ მწვანილებს ბევრი მებოსტნე და ისინიც, ვინც ბოსტანში მუშაობით ნაკლებად ინტერესდება, კვლებსა და ფანჯრის რაფებზე ზრდიან. რაშია მათი პოპულარობის საიდუმლო?

მთავარი, რითაც მწვანილს შეუძლია დაიკვეხნოს, მაგნიუმის და ფოლიუმის მჟავის შემცველობაა. ისინი ქლოროფილის, მწვანე პიგმენტის მოლეკულებში გვხდება. მცენარე მდიდარია უჯრედისით, C ვიტამინით და ბეტა კაროტინით. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყოველი სასარგებლო ნივთიერება ზომიერად უნდა მოიხმაროთ.

ჯანმრთელი ორგანიზმი

კამის ფოთლები ბევრ სხვადასხვა ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პირველ რიგში, მხედველობაზე, კანის და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს, უძილობას, ცუდ განწყობას ებრძვის და ადამიანს ინფექციებისგან იცავს. მცენარე მდიდარია ეთერზეთებით, ამიტომ კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ.

ოხრახუში C ვიტამინის შემცველობით ლიდერია. ამ საქმეში ლიმონს და მოცხარს უსწრებს. ოხრახუში ნატურალური ანტიბიოტიკია, რომელიც ხალხურ მედიცინაში ყელის და სურდოს სამკურნალოდ გამოიყენება. ოხრახუშს მათეთრებელი ეფექტი აქვს, ამიტომ კოსმეტიკური მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვიტამინების სალათის მარტივი რეცეპტი

გთავაზობთ ოლივიეს სწრაფ რეცეპტს ოხრახუშით, კამით და ქინძით. სიტყვაზე, ქინძი ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამცირებს, კანზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად, ფოტოდაბერების შედეგებს განსაკუთრებით კარგად ებრძვის. ეს პროცესი მზეზე ყოფნას პირდაპირ უკავშირდება, მაგრამ ქინძი მზის გავლენას ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 6 კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 2 კიტრი
  • 200 გ ძეხვი ან ქათმის გულმკერდი
  • მწვანე ბარდა
  • მარილი
  • წიწაკა
  • კამა
  • ოხრახუში
  • ქინძი
  • მაიონეზი
  • არაჟანი

მომზადების წესი:

  1. ასეთი სალათი მარტივად მზადდება. ყოველდღე შეგიძლიათ გააკეთოთ. კარტოფილი, კვერცხი და ხორცი (თუ ძეხვის ნაცვლად ქათმის გულმკერდს იყენებთ) მოხარშეთ. თითოეული ინგრედიენტი პატარა კუბებად დაჭერით და ღრმა სასალათეში ჩაყარეთ.
  2. საერთო მასას ბარდა და კიტრი დაუმატეთ. ისეთი აიღეთ, რომელიც უფრო მოგწონთ. ზოგი ახალ კიტრს იყენებს, ზოგი მწნილს ან მჟავეს. ხახვი დაჭერით. მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
  3. სალათს მაიონეზი და არაჟანი მოასხით. თითო სუფრის კოვზი საკმარისია. სალათს აურიეთ და სანელებლები დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმის თავისებურებების შემთხვევაში ბევრი მწვანილის მიღება რეკომენდებული არაა. ყველა დამატებითი საკითხი სპეციალისტთან განიხილეთ.

სასარგებლო მწვანილი ყველა სამზარეულოში

რომელი მწვანილი მოგწონთ ყველაზე მეტად? რომელ კერძში ამატებთ? რა სარგებელი აქვს თქვენს საყვარელ მწვანილს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.