წვნიანი ხორცის რულეტი კვერცხის, ყველის და მწვანილის შიგთავსით

481

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხორცის რულეტის რეცეპტს, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის იდეალური ვარიანტია.

ინგრედიენტები და მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე დაბეგვეთ, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
  2. მსხვილ სახეხზე გახეხილი ხმელი ყველი, 2 მოხარშული კვერცხი, დაქუცმაცებული მწვანილი (ოხრახუში, კამა) და თხევადი მდნარი ყველი აურიეთ.
  3. შიგთავსი რულეტში გაახვიეთ, ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაში მოათავსეთ.
  4. 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. შემდეგ გახეხილი ყველი მოაყარეთ და ოქროსფერი ქერქის მიღებამდე აცხვეთ.

გემრიელი ღორის ხორცის რულეტი სოკოთი და ყველით

არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ეს კერძი არ უყვარს. ასეთი რულეტით ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრა შეგიძლიათ დაამშვენოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის კისერი
  • 300 გრ ქამა სოკო
  • 1 დიდი ხახვი
  • 0,5 ჭიქა წითელი ღვინო
  • 150 გრ ყველი
  • 1-2 მსხალი
  • მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ხორცი მოგრძო ნაჭრებად დაჭერით, დაბეგვეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  2. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, სოკო – ფირფიტებად, მსხალი – პატარა ნაჭრებად. ყველი 0,5×0,5 სმ სისქის ზოლებად დაჭერით.
  3. ხახვი გამჭვირვალობამდე შეწვით, სოკო დაუმატეთ და 10 წუთით თუშეთ. გაგრილებულ სოკოს მსხალი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ხორცის ნაჭრებს ცოტა შიგთავსი, ყველის ნაჭერი დაუმატეთ და დაახვიეთ. ძაფით შეკარით.
  5. მცენარეულ ზეთ წასმულ ფორმაზე გადაიტანეთ.
  6. 180 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ. ახლა თითოეული რულეტი ღვინოში ამოავლეთ და კვლავ 10-15 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!