ტორტი „სამი კაკალი კონკიასთვის“ ოლგა მატვეის რეცეპტით

470

თითოეული გოგონა გულის სიღრმეში კონკიაა, რომელიც ოცნებობს, რომ ზღაპარში იცხოვროს და ყველაზე სასურველი და ლამაზი იყოს. თუ პრინცი ბროლის ფეხსაცმლის ჩუქებას არ ჩქარობს და წვეულებაზე არ გეპატიჟებათ, სამი კაკალი დაგეხმარებათ. ოღონდ არა ჯადოსნური, როგორც ძმები გრიმების ზღაპარში, არამედ ცომით და შესქელებული რძით მომზადებული, როგორც ნამდვილი კულინარიული ჯადოქრის, ოლგა მატვეის რეცეპტში. ამით სადღესასწაულო ტორტი გააფორმეთ და ახალ წელს თქვენი სანუკვარი სურვილები ასრულდება.

ტორტი სადღესასწაულო სუფრაზე

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 75 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 100 გრ ფქვილი
  • 20 გრ კარტოფილის სახამებელი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

გასაჟღენთის ინგრედიენტები:

  • 6-7 ქლიავი
  • 1 ს/კ ნარევი გლინტვეინისთვის
  • მწიკვი ლიმონმჟავა
  • 80 გრ შაქარი
  • 2 ნაჭერი ფორთოხალი

ცილოვანი ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ს/კ კაკაო

კრემის და კარამელის ინგრედიენტები:

  • 500 მლ 33%–იანი ნაღები
  • 200 გრ რძიანი შოკოლადი
  • 200 გრ თხილი
  • 50 გრ შაქარი
  • 80 მლ წყალი

გირჩების ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფხვიერი ნამცხვარი
  • 30 გრ კარაქი
  • შოკოლადის სიმინდის ფანტელები
  • რამდენიმე ტოტი როზმარინი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

1. კარამელის მოსამზადებლად 50 გრ შაქარი ღრმა სქელძირიან ტაფაში ჩაყარეთ და ცეცხლზე დადგით. მუდმივად აურიეთ, გამუქებას დაელოდეთ და 80 მლ მდუღარე წყალი დაუმატეთ. კიდევ 20 წამით მორევა გააგრძელეთ, შემდეგ საწურზე გადაწურეთ.

2. ბისკვიტის მომზადებაზე გადადით. მიქსერის ჭიქაში კვერცხი მოათავსეთ და სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შაქარი დაუმატეთ და კიდევ 1-1,5 წუთით ათქვიფეთ.

3. ამ დროში გამდნარი კარაქი და კარამელი აურიეთ და მიქსერის ჭიქაში ნარევს დაუმატეთ. აურიეთ, სანამ კვერცხის ნარევი აითქვიფება.

4. მიღებულ მასას ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და კაკაო დაუმატეთ. კოვზით აურიეთ.

5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მიღებული თხელი ცომი მასში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ. ჩხირით მზაობა შეამოწმეთ.

6. ქლიავი ჩაჭერით და 1-2 წუთით მდუღარე წყალი დაასხით. ახლა ქერქი მოაშორეთ, მარტივად უნდა მოშორდეს. კურკები მოაშორეთ და რბილობი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

7. ქლიავის ნაჭრები, ლიმონმჟავა, 1 კოვზი გლინტვეინის ნარევი და შაქარი ქვაბში ჩაყარეთ. ცეცხლზე დადგით და ქლიავის შაქარსა და სანელებლებში კარამელიზებას დაელოდეთ. უქერქო ფორთოხალი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

8. ფორთოხალი მდუღარე ქლიავს დაუმატეთ. ნარევი აცხელეთ, მუდმივად აურიეთ. შემდეგ ცალკე თასში გადაიტანეთ და გააგრილეთ.

9. ცილოვანი ბისკვიტის ფენისთვის 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ. შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და კიდევ 2 წუთით ათქვიფეთ. სახამებელი და კაკაო დაუმატეთ.

10. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.

11. საცხობ ფორმას კვლავ პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ბეზე ჩაასხით. ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ და 80 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1-1,5 საათით აცხვეთ. მზა ფენა ზემოთ მშრალი და შიგნით ოდნავ სველი უნდა იყოს.

12. კარამელიანი ქლიავი საწურში გაწურეთ. საქმე იმაშია, თხევადი ნაწილი გჭირდებათ, რომ ბისკვიტი გაჟღინთოთ, და სქელი, რომ ცალკე ქლიავის ფენა გაუკეთოთ.

13. კრემისთვის ნაღები ნაღების გამასქელებელთან ერთად ათქვიფეთ. ნაღები და გამდნარი შოკოლადი აურიეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. გრილი კრემი კიდევ ერთხელ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

14. გაცივებული ბისკვიტი შუაზე გაჭერით. საცხობ ფორმაში მოათავსეთ. ტორტი მაღალი გამოვა, ამიტომ ყველა ნაწილი ერთად რომ დააკავოთ, ფორმაში მაღალი ქაღალდი ჩააფინეთ. ბისკვიტის ქვედა ფენა ქლიავის სიროფით გაჟღინთეთ.

15. კრემის ნაწილი დაუმატეთ და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

16. კრემის ზემოდან ცილოვანი ფენა დაუმატეთ. არ ინერვიულოთ, თუ ცოტა დაიბზარება.

17. ბეზეზე ქლიავის ფენა მოათავსეთ და თანაბრად გაანაწილეთ. ახლა კიდევ ერთი ფენა კრემი, მეორე ფენა ბისკვიტი და კვლავ კრემი დაუმატეთ.

18. აწყობილი ტორტი 4-6 საათით მაცივარში შეინახეთ.

19. მითითებული დროის შემდეგ ტორტი ფორმიდან და ქაღალდიდან ამოიღეთ. კრემის ნარჩენებით ტორტის გვერდები გააფორმეთ.

20. ახლა დაგრჩათ ყველაზე მარტივი და სასიამოვნო: ტორტის გაფორმება.

21. ტორტი ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან კაკაოს სქელი ფენა მოაყარეთ.

22. თხილი დააქუცმაცეთ და მისი ნაფშვენით ტორტის გვერდები მორთეთ.

23. ნებისმიერი ფხვიერი ნამცხვარი, სუფრის კოვზი რძე და რბილი კარაქი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებული რბილი მასიდან გირჩების ბაზა გააკეთეთ.

24. მთელი მასა 3 ნაწილად გაყავით. თითოეული კონუსის ფორმა გააკეთეთ, ქვემოთ ფართო, ბოლოში წვრილი. შემდეგ შოკოლადის სიმინდის ფანტელებით მორთეთ, როგორც ფარფლები, ისე გამოიყენეთ.

25. გირჩები მაცივარში შეინახეთ, რომ ცოტა გამაგრდეს. ახლა ტორტზე გადაიტანეთ. მთელი თხილი და ფხვიერი ნამცხვარი „კაკალი“ დაუდევრად მოაყარეთ.

26. ტორტი როზმარინის ტოტებით მორთეთ, ის ნაძვს ჰგავს და გირჩებს შესანიშნავად ავსებს და საახალწლო განწყობას ქმნის. თოვლის იმიტაციისთვის შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

რედაქციის რჩევა

რეცეპტი საკმაოდ რთული გამოვიდა. თუ მოთმინება და ძალა გეყოფათ, რომ ტორტი „სამი კაკალი კონკიასთვის“ მოამზადოთ, გამოდის, ნამდვილი კონკია ხართ და უდავოდ, ახალ წელს ყველა სურვილის ასრულებას იმსახურებთ!