ყაბაყის რულეტი საფანელში, რომელსაც მწვადის გემო აქვს. ბავშვებიც დამატებას ითხოვენ

237

დამიჯერეთ, ჩვეულებრივი ყაბაყიც ნახშირზე შემწვარ მწვადზე გემრიელად შეგიძლიათ აქციოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს სწრაფად მარტივად. მოცემული რეცეპტი ნაკლებად ცნობილია, ამიტომ უჩვეულო წასახემსებელი სტუმრებისთვის სასიამოვნო აღმოჩენა იქნება. ყაბაყის რულეტი საფანელში უჩვეულოდ წვნიანი, გემრიელი, ნოყიერი და მადისაღმძვრელი გამოდის.

მოსახერხებელია, რომ სუფრაზე პორციებად გადის. როგორც მსუბუქ გარნირთან ერთად, ასევე მის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ. ყაბაყის რულეტი იდეალური წასახემსებელია სადღესასწაულო სუფრაზე ან ნანატრი პიკნიკის დროს. ფქვილი და კვერცხი გემრიელ ოქროსფერს ანიჭებს, ასევე ბოსტნეულის მთლიანობას ინარჩუნებს. ნაღები კლიარს სინაზეს და ერთგვარ პიკანტურობას შემატებს.

ყაბაყის რულეტი საფანელში: მომზადების ნიუანსები

პატარა და ახალი ყაბაყი აიღეთ, თხელი ქერქით. თუ უფრო ცხარე მოგწონთ, ხორცს ცოტა დაჭყლეტილი ნიორი და დაფქული პაპრიკა დაუმატეთ. თავად შიგთავსი არა მხოლოდ ქათმის ხორცისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. სცადეთ ღორის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები. ხორცსაკეპში გაატარეთ. ღირსეული გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ ქათმის ფარში
  • 1 მწიკვი ქინძი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 200 მლ ნაღები

მომზადების წესი:

1. ყაბაყი თხელ ზოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და რამდენიმე წუთი გააჩერეთ, ზედმეტი წვენი რომ გამოვიდეს.

2. წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, მწვანილი, ქინძი, მარილი და წიწაკა ცალკე აურიეთ. შიგთავსი მზადაა.

3. ყაბაყი სამუშაო ზედაპირზე დააბრუნეთ. თითოეულ ყაბაყის ზოლს შიგთავსი წაუსვით, რულეტი დაახვიეთ და შუაში კბილის ჩხირით დაამაგრეთ.

4. კლიარი გააკეთეთ. კვერცხი, ნაღები, ფქვილი, მარილი და წიწაკა ათქვეფეთ. ნამზადები კლიარში ჩააწყვეთ.

5. ღრმა ტაფაში მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. ყაბაყის რულეტები ძლიერ ცეცხლზე შეწვით.

წასახემსებელი როგორც თბილი, ასევე ცხელი გემრიელია. გემრიელი ყაბაყის რულეტები ნაზი არომატული შიგთავსით თავს შეაყვარებს მათაც, ვინც ყაბაყს არც ერთი ფორმით არ ცნობს.