ხახვის წვნიანი ლიმონით მზრუნველი დედებისთვის

1002

როგორ მოვამზადოთ ხახვის წვნიანი ისე რომ ბავშვებმაც სიამოვნებით მიირთვან? „გასტრონომიას“ ამ რთულ კითხვაზე პასუხი აქვს.

დღეს თქვენთვის მოვამზადეთ სამარხვო წვნიანი კარტოფილის გარეშე, რომელიც ოჯახის ყველაზე პატარა წევრსაც მოეწონება.

როგორ მოვამზადოთ ხახვის წვნიანი

ინგრედიენტები:

  • 8-10 ხახვი
  • ½ თეთრი კომბოსტო
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 მსხვილი სტაფილო
  • 1 ლ წყალი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • წიწაკის მარცვლები გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული, შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 კონა ახალი კამა
  • 1 ლიმონი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ყველა ბოსტნეული მოამზადეთ. ხახვი ფურცლებისგან გაათავისუფლეთ და პატარა კუბებად დაჭერთ. შემდეგ კომბოსტო თხელ ზოლებად დაჭერით. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

2. სქელ ძირიან ქვაბში მცენარეული ზეთი ჩაასხით და გაზქურაზე დადეთ. გახურებულ ზეთში დაქუცმაცებული ხახვი ჩაყარეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ხახვი სუსტ ცეცხლზე შეწვით, მუდმივად აურიეთ. ასე ხახვის სიმწარეს მოიშორებთ.

3. ქვაბში წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლს საშუალომდე დაუწიეთ. მდუღარე წყალს სტაფილო, დაფნის ფოთოლი, მარილი, ასევე სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.

ამის შემდეგ დაელოდეთ, სანამ წვნიანი ადუღებას დაიწყებს და ქვაბს თავსახური დაახურეთ. კვლავ ცეცხლს დაუწიეთ და წვნიანი კიდევ 10-15 წუთით ხარშეთ.

4. შემდეგ ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი შეწვით, მასში ფქვილი დაამატეთ და 2-3 წუთით სუსტ ცეცხლზე შეწვით, მუდმივად აურიეთ. ფქვილი მზა წვნიანს დაუმატეთ, ინგრედიენტებს აურიეთ და კერძი 5-7 წუთით გააჩერეთ.

ამ დროში კამა დააქუცმაცეთ და პატარა თასში ლიმონის წვენი გაწურეთ.

სუფრაზე გატანის წინ ხახვის წვნიანის თითოეულ პორციას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მწიკვი კამა დაუმატეთ.

ლიმონის წვენი წვნიანს საინტერესო სიმჟავეს მიანიჭებს და კერძის გემოს მრავალფეროვანს გახდის.

აი, მხოლოდ ამის გაკეთება არის საჭირო. ისღა დაგრჩენიათ ოჯახის წევრებს დაუძახოთ,  კულინარიული შესაძლებლობისთვის ღირსეული ქება მიიღოთ და ტრაპეზს შეუდგეთ.

გემრიელად მიირთვით!