საზამთროს ნაჭრების ფორმის რძის სუფლე

ეს დესერტი ზაფხულს ძალიან უხდება, მარტივად მზადდება და თქვენს სტუმრებს ნამდვილად გაახალისებს! ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ სუფლე აგარ-აგარისგან. ეს არის უნაზესი დესერტი “ჩიტის რძის” გემოთი, რომელიც თქვენს სტუმრებს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს!

როგორ გავაკეთოთ სუფლე

ინგრედიენტები

  • 7 გრამი აგარ-აგარი
  • 500 მილიგრამი რძე
  • 150 გრამი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი შოკოლადის ფანტელი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • წითელი საკვები საღებავი
  • მწვანე საკვები საღებავი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. ჯერ რძე ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ აგარ აგარი. დადევით ნელ ცეცხლზე და რძე ადუღებამდე მიიყვანეთ. როდესაც რძე ადუღდება , ჩაუმატეთ შაქარი და ურიეთ სანამ მთლიანად არ გაიხსნება.

შემდეგ სიმინდის კრახმალი საშუალო ზომის ღრმა წურჭელში ჩაყარეთ და ცოტაოდენი ცხელი რძე დაასხით. ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, გადაასხით რძიან ქვაბში და ნელ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ რძის ხსნარის მუდმივი მორევა, თორემ მიიწვავს.

2. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გულები. გულები მაცივარში შეინახეთ რადგან ამ დესერტში არ გამოგვადეგება. შემდეგ რძე ცეცხლიდან გადმოდგით და მასში ცილა ნელ-ნელა ჩაასხით – პარალელურად თქვიფეთ. სანამ ნარევი ჯერ კიდევ ცხელია სწრაფად გადაასხით ის მრგვალ ღრმა ჭურჭელში რომელსაც წინასწარ ზეთი ექნება მოსმული. შემდეგ 2-3 წუთი მოიცადეთ და სანამ მისი კიდეები გაცივდება.

3. კიდეების გაცივების შემდეგ მის ცენტრში 1 სუფრის კოვზ წყალშ გასხსნილი წითელი სახამებელი ჩაასხით და მოურიეთ ფრთხილად, ისე, რომ სუფლეს კიდეები დაახლოებით 2 სანტიმეტრზე კვლავ თეთრი დარჩეს! ურევთ მხოლოდ ცენტრალურ ნაწილს. ამის შემდეგ სუფლეს ზედაპირს შოკოლადის ფანტელი მოაყარეთ – საზამთროს კურკების ეფექტის მისაღებად.

4. დესერტი გასაცივებლად დატოვეთ, შემდეგ კი თეფშზე გადაიტანეთ. ამის შემდეგ 1 სუფრის კოვზ წყალში წვეთობით შეურიეთ მწვანე საღებავი და კულინარიული ფუნჯით საზამთროს კიდეები მწვანედ შეღებეთ, უნდა მიიღოთ საზამთროს ქერქის ეფექტი.

ბოლოს დესერტი მაცივარში 30-45 წუთით შედგით.

სტუმრების მოსვლამდე დესერტი მაცივრიდან გამოიღეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით.