სულ რაღაც 300 გრამი ფარში ხელის იოლი მოძრაობით სრულფასოვან კერძად გადაიქცევა

1228

ყველა ახალგაზრდა დიასახლისმა ოჯახის შექმნის პირველ პერიოდში არ იცის, როგორ მიხედოს ამდენ საქმეს: დალაგება, რეცხვა, საჭმლის მომზადება… სწორედ ამიტომ, დიდი პოპულარობით სარგებლობს სწრაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი რეცეპტები.

ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ. ვაფლის კოტლეტები ძალიან გემრიელია და არაფრით ჩამოუვარდება კლასიკურს. ერთადერთი განსხვავება მომზადების დროშია: ასეთ კოტლეტებს სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჭრის ფარში
  • 3 ც ვაფლის ფენა
  • 3 კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ხახვი, შეურიეთ ფარშში, დაუმატეთ დაჭრილი კამა, პილპილი, მარილი და კარგად მოურიეთ.

2. დაჭერთი ვაფლის ფენები კვადრატებად.

3. წაუსვით ფარში ვაფლის კვადრატს, ზემოდან დააფარეთ მეორე.

4. ათქვიფეთ კვერცხი და სუნელები.

5. ამოავლეთ კოტლეტები კვერცხში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

მზა კოტლეტები მიირთვით არაჟნის სოუსთან, შინ მომზადებულ მაიონეზთან ან კეტჩუპთან. ასევე ძალიან უხდება მაკარონი და კარტოფილის პიურე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!