კარტოფილი მექსიკურად ყველაზე გემრიელი ამ რეცეპტით გამოდის. რესტორნის ვარიანტს ბევრად მირჩევნია

5725

ყველას გვიყვარს შემწვარი კარტოფილი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს კარტოფილის არაერთი უგემრიელესი კერძი, მათ შორის ისეთი დელიკატესებიც კი, რომლებიც ყველას უზომოდ გვიყვარს.

დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ, როგორ მზადდება კარტოფილი მექსიკურად, რომელიც პიკანტური გემოთი და მართლაც საოცარი არომატით გამოირჩევა. ახლა გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ერთად მოვამზადოთ ძალიან გემრიელი მექსიკური კარტოფილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ.

მექსიკური კარტოფილი

ინგრედიენტები:

  • 2 კგ კარტოფილი
  • 1 ჩ.კ. დაფქული ბულგარული წიწაკა
  • 5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ბეგქონდარა გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 200 გრამი არაჟანი
  • 100 გრამი მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი (წვრილ სახეხზე გახეხილი)
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ნახევარი ლიმონი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • ოხრახუში

მომზადება:

  1. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავრეცხოთ კარტოფილი. ამისათვის, შეუშვირეთ ის გამდინარე წყალს რამდენიმე წუთით, შემდეგ კარგად გაასუფთავეთ ის ხელებით და ბოლოს შეამშრალეთ.
  2. მექსიკურ კარტოფილს პიკანტურ გემოსა და საოცარ არომატს სწორედ მარინადი ანიჭებს. მარინადის მოსამზადებლად ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 5 ან 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი, შავილი პილპილი, დაფქული ბულგარული წიწაკა და ბეგქონდარა, კარგად გადაურიეთ.
  3. ახლა დროა, შეუდგეთ კარტოფილის დაჭრას. პირველ რიგში, გაჭერით ის შუაზე და შემდეგ დაჭერით სიგრძეზე სასურველი ზომის ნაჭრებად, თავის კანთან ერთად.
  4. დაჭრილი კარტოფილი გადაიტანეთ მარინადიან ღრმა თასში და ძალიან კარგად აზილეთ, რათა მარინადი კარტოფილის ყველა ნაჭერზე კარგად გადანაწილდეს.
  5. კარტოფილმა მარინადი უფრო კარგად რომ შეიწოვოს, დააყოვნეთ ის მაცივარში 30 წუთით.
  6. სანამ კარტოფილს მაცივარში ვასვენებთ, შევუდგეთ სოუსის მომზადებას. უბრალოდ ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად გადაურიეთ.
  7. როდესაც კარტოფილს მაცივრიდან გამოიღებთ, ამოურიეთ კარგად კიდევ ერთხელ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე მიყოლებით მოათავსეთ კარტოფილის ნაჭრები.
  8. მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში  და დატოვეთ გამოსაცხობად დაახ. 40 წუთით. გემრიელად მიირთვით!

როგორც უკვე გითხარით, ასე მომზადებული მექსიკური კარტოფილი საოცრად გემრიელი და არომატული გამოდის.