ნოყიერი და არაკალორიული სამარხვო კოტლეტების რეცეპტი

2102
ნოყიერი და არაკალორიული სამარხვო კოტლეტის რეცეპტი
ნოყიერი და არაკალორიული სამარხვო კოტლეტის რეცეპტი

სამარხვო სამზარეულოს მრავალფეროვნება გასაოცარი არის. თითქოს და, როგორ შეიძლება ერთი კერძი ერთდროულად გარნირიც იყოს და მთავარი კერძიც? აღმოჩნდა, რომ შეიძლება!

ბოსტნეულის კოტლეტები – გარნირის შეუდარებელი ვარიანტი და შესანიშნავი დამოუკიდებელი კერძი არის. ისინი ნოყიერია, მაგრამ არა ძალიან კალორიული, ამიტომ ფიგურაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ამასთან მისი გზაზე წაღება ძალიან მოსახერხებელია – ძალიან დიდხანს არ ფუჭდება, ხორცის კოტლეტისგან განსხვავებით.

სამარხვო კოტლეტის დამაინტრიგებელი რეცეპტი გამიზიარა ერთმა ვეგეტარიანელმა, რომელიც უკვე წლებია ხორცს არ მიირთმევს და ამასთან მისი სუფრა ყოველთვის სხვადასხვა კერძებით არის სავსე. მისი ბავშვები და ქმარი ყოველთვის ჯანმრთელები, კარგად მოვლილები, მხიარულები, ხოლო სტუმრები დანაყრებული და კმაყოფილები არიან.

სამარხვო კოტლეტები

კერძის ინგრედიენტები უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ, მაგ., საღამოს.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ბრინჯი
  • 2 კარტოფილი
  • 300 გრ თეთრი კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 5 ს/კ ქერის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ მანანის ბურღული
  • მზესუმზირას ზეთი შესაწვავად

მომზადება

1.ბრინჯი ცივ წყალში გარეცხეთ და მოხარშეთ სანამ ფაფის კონსისტენციის არ გახდება. გასუფთავებული კარტოფილი დაჭერით და 15 წუთით დარბილებამდე ხარშეთ.

2.ტაფა გააცხელეთე, ცოტა მზესუმზირას ზეთი დაასხით და წვრილად დაჭრილი ხახვი შეწვით. 3 წუთის შემდეგ ტაფაზე ხახვს გახეხილი სტაფილო და დაჭრილი კომბოსტო დაუმატეთ. ბოსტნეული თავდახურული მოთუშეთ, სანამ კომბოსტო დარბილდება, შემდეგ გააგრილეთ.

3.ბრინჯი და კარტოფილი შეურიეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მოთუშული კომბოსტო, კვერცხი, ფქვილი, სანელებლები დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

5.გვერდით სუფთა წყლით სავსე ჭურჭელი დაიდეთ, ხელები დაისველეთ და მცირე ზომის ბურთები გააბრტყელეთ. მანანის ბურღულში ამოავლეთ და კარგად გაცხელებულ ტაფაზე შესაწვავად დადეთ. ცეცხლი ამასთან საშუალო უნდა იყოს. ერთი მხრიდან შესაწავად დაახლოებით 7 წუთი დაგჭირდებათ, შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეს შეწვით. ტაფას თავსახური დააფარეთ, რომ კოტლეტი შიგნიდან კარგად შეიწვას.

6.ბოსტნეულის კოტლეტები სალფეთქზე დადეთ, რომ ზედმეტი ცხიმი სალფეთქმა შეიწოვოს და ცოტა გაგრილდეს. შემდეგ ფართო თეფშზე გადაიტანეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ვეგეტარიანული კოტლეტები ბოსტნეულის სალათთან ან არაჟანთან, მაიონეზეთან, სოუსსთან, მდოგვთან ერთად გაიტანეთ. ისინი ძალიან გემრიელი იქნება!  კერძის გემოს ხაზი რომ გაუსვათ, უმჯობესია თუ სუფრაზე პიკანტურ აჯიკასთან ერთად გაიტანთ.

მოგეწონათ რეცეპი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!